თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

დავით სერგეენკო - ვფიქრობ, ოპოზიცია გადაეჩვია საქმის კეთებას და უნდათ, რომ პროტესტით მიაღწიონ მიზანს

ნახვები: 372 დავით სერგეენკო - ვფიქრობ, ოპოზიცია გადაეჩვია საქმის კეთებას და უნდათ, რომ პროტესტით მიაღწიონ მიზანს

პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრის დაბარება 5-6 მოვლენებზე უკვე გადაწყვეტილი იყო, თუმცა საკომიტეტო მოსმენის ფარგლებში. გუშინ ამაზე ბიუროს სხდომაზე გვქონდა განხილვა და გადაწყდა, რომ მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, უკეთესი იქნება, თუ ეს სასესიო მოსმენით მოხდება, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დავით სერგეენკომ განაცხადა.

მისივე თქმით, თარიღი უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

„ამისთვის სპეციალურად ჩაინიშნება რიგგარეშე სესია. უახლოეს დღეებში ზუსტი თარიღი გახდება ცნობილი", - განაცხადა სერგეენკომ.

რაც შეეხება გუშინ პარლამენტში მიმდინარე მოვლენებს, სერგეენკო ფიქრობს, რომ ოპოზიცია გადაეჩვია საქმის კეთებას და სურთ, პროტესტით მიაღწიონ მიზანს.

„მგონი, ოპოზიცია გადაეჩვია საერთოდ საქმის კეთებას და უნდათ, რომ პროტესტით მიაღწიონ მიზანს. დღეს ვეცდები თავი შევიკავო მკაცრი კრიტიკისგან, რადგან ახალგაზრდა კაცის დაკრძალვის დღეა და მინდა, კიდევ ერთხელ გამოვთქვა მწუხარება. ახალგაზრდა კაცის გარდაცვალება ნამდვილად ტრაგედიაა, რა მიზეზითაც არ უნდა იყოს გამოწვეული, მიღებული დაზიანებებით თუ ზედოზირებით. რაც წესი და რიგი არსებობს და ეს ყველამ უნდა დაიცვას, მათ შორის პოლიტიკურად ყველაზე ანგაჟირებულმა ადამიანებმა. სიმართლე არ არის მოწონებით ან არ მოწონებით და რა მაწყობს და რა - არა. უკვე ზღვარს გადასცილდა, რომ თუკი რამე დასკვნა გამოქვეყნდება საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ, არა, ცუდია არ მომწონს. ბატონებო და ქალბატონებო ეს არ არის მოწონება არ მოწონებაზე. უნდა ვიაროთ სიმართლით. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ არც ერთი ჯანმრთელობის დაზიანების და მით უმეტეს გარდაცვალების მიზეზი სამარცხვინო და გამაშავებელი არ არის. თუნდაც ეს ზემოქმედების ქვეშ ყოფნა იყოს. მივლენ ბოლოში, საბოლოო დასკვნას გამოაქვეყნებენ და ამის შემდეგ შეიძლება დასკვნების გაკეთება, - აღნიშნა დავით სერგეენკომ.

სერგეენკომ აქციის მონაწილეების მხრიდან პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამისი რეალური მიზეზი არ არსებობს.

„ამის რეალური მიზეზი არ არსებობს. რაც შეეხება პრემიერის მიერ 5-6-ში გაკეთებულ განცხადებებს, აქ ვიყავი და კარგად მახსოვს. როდესაც დაიწყო ძალადობრივი ქმედებები, მათ შორის პარლამენტის წინ ჯერ 11:00 საათი არ იყო. პრემიერმა ეს განცხადება გააკეთა 11:00 საათზე. შესაბამისად, ძალადობრივი ქმედებები უკვე დაწყებული იყო. იმისთვის, რომ დადგეს პოლიტიკური ან რაიმე სხვა სახის პასუხისმგებლობა, უნდა იყოს ობიექტური და უტყუარი ინფორმაცია მოწოდებული. მერე მხრივ, საჯაროდ უნდა იყოს ყველა კითხვაზე პასუხი გაცემული. შინაგან საქმეთა მინისტრი პარლამენტში მოვა და სესიის ფარგლებში ყველა კითხვას პასუხს გასცემს", - განაცხადა დავით სერგეენკომ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა