პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

ალეკო ელისაშვილი - ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატები ნდობას არ გვიჩენენ, არ ვიცით, ვინ არიან, იმედია, მათ არ დაამტკიცებენ

ნახვები: 360 ალეკო ელისაშვილი - ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატები ნდობას არ გვიჩენენ, არ ვიცით, ვინ არიან, იმედია, მათ არ დაამტკიცებენ

შარლ მიშელის დოკუმენტი ისეთი რაღაც არის, ოდნავ თუ წაუყრუებ, ყველა ცდილობს, იქიდან რაღაც გამოგლიჯოს ან არ შეასრულოს, - განუცხადა საქართველოს პირველ არხს ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა.

​„ამ შემთხვევაში ასე „ქართული ოცნება" იქცევა, რადგან შეთანხმებული ვიყავით, რომ საზოგადოებაში მაღალი ნდობით მოსარგებლე ადამიანები უნდა ყოფილიყვნენ ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატები.

დღეს ვინც არიან წარმომადგენელი, ნდობას არ გვიჩენს და არ ვიცით, ვინ არიან. იმედია, მათი დამტკიცება არ მოხდება და მომდევნო ეტაპებზე 100-პროცენტიანი ნდობით თუ არა, მაღალი ნდობით იქნებიან. ვისურვებდი, ამ კანდიდატურების დამტკიცება არ მოხდეს. ეს გვარები არაფერს გვეუბნება", - აცხადებს ელისაშვილი.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა