დონალდ ტრამპი: რუსეთ-უკრაინისა და ირანთან ომების დასრულებასთან ახლოს ვართ – ორივე ომი ასე თუ ისე დასრულდება
პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia

გურამ მაჭარაშვილი - „ნაციონალურ მოძრაობას“ 300-კაციანი პოლიტსაბჭო ჰყავს, თავიანთი ბელადის აქციებზე კი 200 კაცამდე ვერ გამოჰყავთ

ნახვები: 469 გურამ მაჭარაშვილი - „ნაციონალურ მოძრაობას“ 300-კაციანი პოლიტსაბჭო ჰყავს, თავიანთი ბელადის აქციებზე კი 200 კაცამდე ვერ გამოჰყავთ

„ნაციონალური მოძრაობის“ თვითლიკვიდაციის პროცესი ბოლო ეტაპზეა გადასული, ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა. 

მაწარაშვილის თქმით, როცა პარტიის პირადი ფინანსური უზრუნველყოფისთვის გამოყენება ხდება, ეს პოლიტიკურ დასასრულს ნიშნავს.

„პრაქტიკულად, „ნაციონალური მოძრაობის“ თვითლიკვიდაციის პროცესი გადასულია ბოლო ეტაპზე, რასაც თავად ლიდერები არ უარყოფენ, მათ შორის ხატია დეკანოიძის განცხადებაც კმარა, რომ ფარული ჩანაწერების გამოქვეყნების შემდეგ აზრი არ აქვს არაფერს. მას ვეთანხმები, რადგან ამ ე.წ. პოლიტიკური პარტიის ლიკვიდაცია და დასასრული რაც მალე მოხდება, მით უკეთესი იქნება. „ომის პარტიის“ მიტაცების ინტერესი აქვთ როგორც კეზერაშვილს, ასევე მერაბიშვილს. ეს იმის ნიშანია, რომ ე.წ. პოლიტიკური პარტია არავის აღარ სჭირდება პოლიტიკისთვის და ხალხისთვის, მით უფრო – სახელმწიფოსთვის. ფულიან კეზერაშვილსა და მერაბიშვილს ეს სჭირდებათ თავიანთი გავლენის მოსაპოვებლად. როცა პარტიას პირადი ფინანსური უზრუნველყოფისთვის იყენებ, ეს პოლიტიკურ დასასრულს ნიშნავს. ამ პარტიას 300-კაციანი პოლიტსაბჭო ჰყავს, თავიანთი ბელადის აქციებზე კი 200 კაცამდე ვერ გამოჰყავთ, რადგან საზოგადოებას არ უნდა ამ ქვეყანაში არეულობა, მით უმეტეს – ომი“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა