მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ძმები ფეიქრიშვილების წერილები არ მოეწონა და მათზე ძალადობა შეუკვეთა – ეს მხოლოდ დასაწყისია
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება

სამეგრელოში, გურიასა და იმერეთში ძლიერი ქარისგან მიყენებული ზარალის პირველადი შედეგები ცნობილია

ნახვები: 474 სამეგრელოში, გურიასა და იმერეთში ძლიერი ქარისგან მიყენებული ზარალის პირველადი შედეგები ცნობილია

დასავლეთ საქართველოს რეგიონებში - სამეგრელო, გურია, იმერეთი - ძლიერი ქარისგან მიყენებული ზარალის პირველადი შედეგები უკვე ცნობილია.

სამეგრელოში დაზიანებულია 600-ზე მეტი კერძო სახლისა და 36-ზე მეტი საცხოვრებელი კორპუსის სახურავი. ასევე, დაზიანებულია საჯარო სკოლების, საბავშვო ბაღების, ამბულატორიებისა და ადმინისტრაციული შენობების სახურავებიც. ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი 100-ამდე სოფელი, მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.

გურიაშიც დაზიანებულია 100-ზე მეტი საცხოვრებელი სახლის სახურავი, მოგლეჯილია 50-მდე ხე. მწყობრიდანაა გამოსული ელექტროგადამცემი ხაზები და გაზსადენი მილები. ასევე, დაზიანებულია ეკლესიის და სკოლების შენობები.

იმერეთში სტიქიამ 500-მდე სახლის სახურავი დააზიანა, 135 სოფელს კი  ელექტროენერგია არ მიეწოდება. დაზიანებულია მაგისტრალური გაზსადენი წყალტუბოს მიმართულებით და პრობლემებია გაზმომარაგების კუთხითაც. ასევე, წაქცეულმა ხეებმა ათობით ავტომობილი დააზიანა.

ქუთაისში კი 2500 აბონენტი წყლის გარეშეა დარჩენილი.

ყველა 24 საათიან რეგიონში მუშაობს შტაბები და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუსაოებები.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა