მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ძმები ფეიქრიშვილების წერილები არ მოეწონა და მათზე ძალადობა შეუკვეთა – ეს მხოლოდ დასაწყისია
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება

სალომე ზურაბიშვილი - ევროპული არჩევანი ალტერნატივების გარეშეა, ბათუმის კონფერენცია არის სიგნალი, რომ ჩვენ მარტო არ ვართ ამ ძალისხმევაში, მხარს გვიჭერენ და გვაძლიერებენ

ნახვები: 381 სალომე ზურაბიშვილი - ევროპული არჩევანი ალტერნატივების გარეშეა, ბათუმის კონფერენცია არის სიგნალი, რომ ჩვენ მარტო არ ვართ ამ ძალისხმევაში, მხარს გვიჭერენ და გვაძლიერებენ

ერთი საკითხი, რომელზეც არ ხდება პოლარიზაცია ან დებატები პოლიტიკურ პარტიებს შორის, არის კონსენსუსი და არასდროს ვკამათობთ ამაზე, მიუხედავად გამოწვევებისა, ჩვენი მისწრაფებაა, ევროპული გზის არჩევანი უალტერნატივოა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბათუმის საერთაშორისო კონფერენციზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ბათუმის კონფერენცია არის სიგნალი, რომ საქართველო ამ ძალისხმევაში მარტო არ არის.

„დღეს არის იმის მაგალითი, რამდენად სერიოზულია ჩვენი სერთო ნაკისრი ვალდებულება, დასტური და მაგალითია იმისა, რომ ევროპული მომავალი არის გარდაუვალი. ამ ფაქტით, პანდემიის, შეზღუდვების მიუხედავად, არა მხოლოდ განვაახლეთ, არამედ ვაგრძელებთ ბათუმის საერთაშორისო კონფერენციას და უმაღლეს დონეზე ვატარებთ ამ კონფერენციას. პირველად ხდება ოთხი პრეზიდენტის მონაწილეობით ასეთი ღონისძიების ჩატარება. ყველა ჩვენგანისთვის ეს იმას ნიშნავს, რომ ნაკისრი გვაქვს ახალი ვალდებულებები ჩვენი საერთო მიზნის მიმართ. უპირველეს ყოვლისა, ეს არის საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულება. საქართველოს ევროპული მომავალი და არჩევანი არის გარდაუვალი და განუყოფელია ჩვენი ისტორიისგან, განუყოფელია ჩვენი ფასეულობებისგან, ის არის ყველა ჩვენს კონსტიტუციურ დებულებებში აღქმული. დამოუკიდებლობის დღიდან ეს იქნა გაცხადებული, როგორც ჩვენი ხალხის არჩევანი. ერთი საკითხი, რომელზეც პოლარიზაცია ან დებატები პოლიტიკურ პარტიებს შორის არ ხდება, არის კონსენსუსი და არასდროს ვკამათობთ ამაზე, მიუხედავად გამოწვევებისა, და ოკუპაციის გამოწვევის მიუხედავად (ბატონ ზელენსკის მადლობას ვუხდი, რომ მიიღო ჩვენი მოწვევა), ჩვენი მისწრაფება არასდროს დამდგარა კითხვის ქვეშ, ეს არჩევანი, ევროპული გზის არჩევანი ჩვენთვის და ჩვენი მეგობრებისთვის ალტერნატივების გარეშეა. ბათუმის კონფერენცია არის სიგნალი, რომ ჩვენ მარტო არ ვართ ამ ძალისხმევაში, ჩვენ მხარს გვიჭერენ, გვაძლიერებენ", - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა