თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

დავით ჭიჭინაძე - ოპოზიცია მარტო გომელაურთან კი არა, მიშელთანაც უნდა დამდგარიყო საპროტესტო ბანერებით, მაგრამ გული უსკდებათ, არაფერი ვაწყენინოთო და ლამის ბიბლიად გვიქციეს მიშელის დოკუმენტი

ნახვები: 225 დავით ჭიჭინაძე - ოპოზიცია მარტო გომელაურთან კი არა, მიშელთანაც უნდა დამდგარიყო საპროტესტო ბანერებით, მაგრამ გული უსკდებათ, არაფერი ვაწყენინოთო და ლამის ბიბლიად გვიქციეს მიშელის დოკუმენტი

„ტრიბუნას" ლიდერი დავით ჭიჭინაძე აცხადებს, რომ ოპოზიცია მარტო გომელაურთან კი არა, მიშელთან შეხვედრაზე უნდა დამდგარიყო საპროტესტო ბანერებით, მაგრამ, მისივე თქმით, მათ გული უსკდებათ, მიშელს არაფერი ვაწყენინოთო და ლამის ბიბლიად აქციეს მიშელის დოკუმენტი.

„ოპოზიცია მარტო გომელაურთან კი არა, მიშელთან შეხვედრაზე უნდა დამდგარიყო საპროტესტო ბანერებით და ლექსოს სურათებით! აი, ეს იქნებოდა სოლიდარობა და საერთო ბრძოლა!

მაგრამ ამათ გული უსკდებათ, მიშელს არაფერი ვაწყენინოთო და ლამის ბიბლიად გვიქციეს მიშელის დოკუმენტი.

არადა რეალურად, მიშელს არც ხელშეკრულება ადარდებს და არც საქართველოში არსებული სიტუაცია.

რადგან მიშელი საქართველომდე ერევანშიც ჩავიდა და იქ მილიარდ ექვსასი მილიონი ევრო ჩაიტანა;

იქვე გაკეთდა პირდაპირი მოწოდება ბიზნესმენებისთვის, ჩამოდით და ფული ჩადეთო;

ხუთასი მილიონი გამოყვეს მცირე და საშუალო ბიზნესის სამუშაო ადგილების აღსადგენად.

და ჩვენთან რა ჩამოიტანა, ჩვენთან რა ხდება ამ დროს?!

„ოცნების" მთვრობამ მიაღწია იმას, რომ დასავლეთს საქართველოს ინტერესები აბსოლუტურად დააკარგვინა და მთელი აქცენტები დღეს ერევანზე გადის.

რეალობაა ისიც, რომ უკრაინის პრეზიდენტმა დაგვანახა, რომ მას ადარდებს საკუთარი პატიმრები! წააყენა ხისტი პირობა, კულუარულად დაახევინა უკან „ოცნების" მთავრობას და გამოაშვებინა კიდეც პატიმრები!

მაია სანდუმ პირდაპირ ბიძინა ივანიშვილის მმართველობის კლასიკური მაგალითი მოგვიყვა, რითაც ირიბად მიგვითითა, რომ ამ გზას მხოლოდ უბედურებისკენ მივყავართ და არა ევროკავშირისკენ.

და მთავარი, რაც არა ერთხელ მითქვამს. 19 აპრილის დოკუმენტი რომ დგებოდა, მაშინაც ისევე ხისტად რომ დამდგარიყო საკითხი, როგორც დღეს ზელენსკიმ გაიმარჯვა - რომ პოლიტპატიმარი ნიკა მელია აუცილებლად უნდა მჯდარიყო მოლაპარაკების მაგიდასთან - დღეს სულ სხვა რეალობა გვექნებოდა.

მით უმეტეს გამორიცხულია უკრაინის პრეზიდენტის ბერკეტი ჭრიდეს და ევროკავშირის არა", - აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა