მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ძმები ფეიქრიშვილების წერილები არ მოეწონა და მათზე ძალადობა შეუკვეთა – ეს მხოლოდ დასაწყისია
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება

უკრაინის რეგიონული ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრის მოადგილე კორუფციის ბრალდებით დააკავეს

ნახვები: 501 უკრაინის რეგიონული ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრის მოადგილე კორუფციის ბრალდებით დააკავეს

უკრაინის რეგიონული ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრის მოადგილე კორუფციის ბრალდებით დააკავეს.

უკრაინიული მედიის ცნობით, ვასილი ლოზინსკი უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს თანამშრომლებმა დააკავეს. ის 400 000 დოლარის ოდენობით ქრთამის აღებაშია ბრალდებული. საქმე ეხება გენერატორების შეძენას.

ანტიკორუფციული ბიუროს ცნობით, ზაფხულში უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა 1,68 მილიარდი გრივნა გამოყო ტექნიკისა და აღჭურვილობის შესყიდვისთვის.

გამოძიების ინფორმაციით, ცენტრალური და რეგიონის აღმასრულებელი ხელისუფლების წევრების ნაწილმა შეიმუშავა სქემა, რათა სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის ნაწილი მიეთვისებინა. ისინი ფარულად გაურიგდნენ მეწარმეებს და 280 მილიონი გრივნის მოცულობის კონტრაქტი გააფორმეს. მინისტრის მოადგილემ ამ გარიგების სანაცვლოდ 400 ათასი დოლარი მიიღო.

როგორც უკრაინის ანტიკორუფციულ ბიუროში განაცხადეს, საქმის ფარგლებში დაკავებულია კიდევ რამდენიმე პირი. მათ შორის ერთ-ერთი ღამით უკრაინის საზღვრის გადაკვეთის მცდელობისას აიყვანეს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა