კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ხაჭაპურიძე: ჩვენი მხრიდან ნინო ნადირაძის და ზოგადად კლინიკა „ვივამედის“ ექიმების მიმართ რაიმე უარყოფითი განცხადება არასდროს გაკეთებულა

ნახვები: 461 ხაჭაპურიძე: ჩვენი მხრიდან ნინო ნადირაძის და ზოგადად კლინიკა „ვივამედის“ ექიმების მიმართ რაიმე უარყოფითი განცხადება არასდროს გაკეთებულა

ნინო ნადირაძის განცხადებაზე მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ ყოველგვარი რეაგირების გარეშე... {უნდა დავტოვოთ}. ჩვენ ნინო ნადირაძეს პატივს ვცემთ, არასდროს ჩვენი მხრიდან ნინო ნადირაძის და ზოგადად კლინიკა „ვივამედის“ ექიმების მიმართ რაიმე უარყოფითი განცხადება არ გაკეთებულა, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ კლინიკა „ვივამედში” მიხეილ სააკაშვილი მონახულების შემდეგ განაცხადა.

ადვოკატის თქმით, ამ ეტაპზე მათ ნინო ნადირაძის განცხადებაზე სამართლებრივი რეაგირება არ ექნებათ.

„მიხელ სააკაშვილი საჭმელს ვერ იღებს იმ დაავადებების გამო, რომელიც მას საექსპერტო დასკვნებით დაუდგინდა, რომელიც დადასტურებულია ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევებით.

ნინო ნადირაძის განცხადებაზე მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ ყოველგვარი რეაგირების გარეშე... ჩვენ ქალბატონ ნინოს პატივს ვცემთ, არასდროს ჩვენი მხრიდან ნინო ნადირაძის მიმართ რაიმე უარყოფითი განცხადება, ზოგადად კლინიკა „ვივამედის“ ექიმების მიმართ არ გაკეთებულა. ამ ეტაპზე არანაირი სამართლებრივი რეაგირება არ გვექნება. ნინო ნადირაძე სასამართლო პროცესზე დაბარებულია, თუ ჩვენებაში იტყვის და გააჟღერებს, ეს მისი პოზიციაა და მოვისმენთ”,- განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

მისივე თქმით, დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებულ პროცესზე, კლინიკა ,,ვივამედის” ექთანი კოვიდის დადასტურების გამო ვერ გამოიკითხება.

,,დღეს ემპათიის ერთ-ერთ ექსპერტს დავკითხავთ. ასევე, სასამართლოს კლინიკა ,,ვივამედის” ექთანი მოწვეული ჰყავდა, რომელსაც დღეს კოვიდი დაუდასტურდა, ამის გამო მისი დაკითხვა შემდეგ კვირაში მოგვიწევს. ასევე, დღევანდელ ჩანიშნულ სასამართლო პროცესზე დათვალიერდება თმის ნიმუშები, რომელიც ლაბორატიული კვლევის შედეგად დარჩა და ამერიკული ლაბორატორიიდან მოსამართლის სახელზე გამოიგზავნა”,- განაცხადა ადვოკატმა.

ასევე, მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ დღეს კლინიკა ,,ვივამედში” ჯანმრთელობის ცნობის გამოთხოვის შესახებ განცხადება შეავსო.

„მოვითხოვე ფორმა 100 და განცხადება დავწერე. 28 ნოემბერს ექსპერტიზა დასრულდა და 28 ნოემბრიდან დღეის ჩათვლით ფორმა 100 გვინდა”,-აცხადებს ხაჭაპურიძე.

 

ოჯახი ყოფილ პრეზიდენტს საკმარისი რაოდენობის საკვებით არ ამარაგებს - ნინო ნადირაძე

გიული ალასანია: არ მგონია, ჩვენ რაღაც უგემური ან უხარისხო საკვები მოგვქონდეს, რასაც თვითონ მისახელებს, ის მომაქვს

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა