თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ანრი ოხანაშვილი - პოლიტიკურ ჯგუფებს, რომლებმაც უარი თქვეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებაზე, აქვთ შესაძლებლობა, გააკეთონ განაცხადი დაფინანსების მიღებასთან დაკავშირებით

ნახვები: 506 ანრი ოხანაშვილი - პოლიტიკურ ჯგუფებს, რომლებმაც უარი თქვეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებაზე, აქვთ შესაძლებლობა, გააკეთონ განაცხადი დაფინანსების მიღებასთან დაკავშირებით

პოლიტიკურ ჯგუფებს, რომლებმაც უარი თქვეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებაზე, აქვთ შესაძლებლობა, გააკეთონ განაცხადი დაფინანსების მიღებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

„კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფები, სამწუხაროდ, საბოტაჟის რეჟიმს იყვნენ აყოლილი. შესაბამისად, მათ იმ პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით მიიღეს გადაწყვეტილება და უარი თქვეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებაზე. თუმცა მას შემდეგ, რაც შეიცვალა პოლიტიკური კონტექსტი და ისინი დაუბრუნდნენ საპარლამენტო ცხოვრებას, ჩვენ უკვე განვახორციელეთ ცვლილება, რომ ამ პოლიტიკურ ჯგუფებს, რომლებმაც თავის დროზე უარი თქვეს ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღებაზე, მიეცეთ შესაძლებლობა, ამ პოლიტიკური ცხოვრების გათვალისწინებით და პარლამენტში ჩართულობისა და მათი ამომრჩევლის ნების ინტერესის გამოხატვის შესაბამისად გააკეთონ განაცხადი დაფინანსების მიღებასთან დაკავშირებით. ეს მათი ნებაა. თუ „გირჩი" და „მოქალაქეები" მიმართავენ განცხადებით, რომ მათ მიეცეთ დაფინანსება და განაცდური, კანონი ამის შესაძლებლობას ითვალისწინებს", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

პარტია „მოქალაქეებსა" და „გირჩს" სახელმწიფო დაფინანსება პირველი აგვისტოდან აღუდგებათ. შესაბამისი ცვლილებები მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ ორგანულ კანონში შედის, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენით განიხილა. კანონპროექტთან დაკავშირებით საპარლამენტო ოპოზიციის დიდ ნაწილს პრეტენზია არ აქვს და მხარს უჭერს. თუმცა ცვლილებას მხარს არ უჭერს „გირჩი". ისინი მიიჩნევენ, რომ პარტიები სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ უნდა ფინანსდებოდნენ და ამ მექანიზმით სარგებლობას არ აპირებენ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა