მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ძმები ფეიქრიშვილების წერილები არ მოეწონა და მათზე ძალადობა შეუკვეთა – ეს მხოლოდ დასაწყისია
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება

რომან გოცირიძე - გამარჯვების იმედი გვაქვს, კახა კალაძე ჩვენს კანდიდატს მხოლოდ ფეხბურთის თამაშში აჯობებს, თუმცა ჩვენი კანდიდატი ფეხბურთსაც კარგად თამაშობს

ნახვები: 456 რომან გოცირიძე - გამარჯვების იმედი გვაქვს, კახა კალაძე ჩვენს კანდიდატს მხოლოდ ფეხბურთის თამაშში აჯობებს, თუმცა ჩვენი კანდიდატი ფეხბურთსაც კარგად თამაშობს

ოპოზიციურ ფლანგზე სერიოზული კონსოლიდაცია ხდება, გამარჯვების იმედი გვაქვს, - აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი რომან გოცირიძე.

რომან გოცირიძის თქმით, კახა კალაძეს ოთხი წელი არაფერი გაუკეთებია.

„კახა კალაძე ჩვენს კანდიდატს მხოლოდ ერთ რამეში აჯობებს, ფეხბურთის თამაშში, თუმცა ჩვენი კანდიდატი ფეხბურთსაც კარგად თამაშობს. რაც შეეხება პოლიტიკურ თამაშს, კახა კალაძე არის დამარცხებული, რადგან ოთხი წლის მანძილზე არაფერი გაუკეთებია. ნახატებს აჩვენებდა კომპიეტურული გრაფიკით, თუ რამდენი ხიდი შენდებოდა, როგორ ააყვავებდა „ლაგუნა ვერესთან" გარემოს, როგორ გააკეთებდა კარგ გზებს, აიღებდა ბენზინგასამართ სადგურებს შუა ქუჩიდან, ეს ნახატები ნახატებად დარჩა. სად არის ხიდი? - 30 წელია, ხიდი არ აშენებულა, მხოლოდ „მშვიდობის ხიდი" აშენდა, ისიც ჩვენი ხელისუფლების დროს. ტყუილები რჩება. 21-ე საუკუნე არის ელექტრონული, 99 პროცენტი, რაც კალაძემ საარჩევნო პროგრამის სახით მოქალაქეებს აჩვენა, არაფერი შესრულებულა. თუ ოთხი წელი არაფერი გაუკეთებია, მომავალი ოთხი წელი ამომრჩეველს რატომ უნდა ჰქონდეს მოლოდინი, რომ გააკეთებს?" - განაცხადა რომან გოცირიძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა