დონალდ ტრამპი: რუსეთ-უკრაინისა და ირანთან ომების დასრულებასთან ახლოს ვართ – ორივე ომი ასე თუ ისე დასრულდება
პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia

ნიკა მელია - არჩევნები შედგა, ვულოცავ ლევან ხაბეიშვილს და ვუსურვებ, პარტია ემართოს ღირსებით და სიმართლით

ნახვები: 566 ნიკა მელია - არჩევნები შედგა, ვულოცავ ლევან ხაბეიშვილს და ვუსურვებ, პარტია ემართოს ღირსებით და სიმართლით

ნაციონალური მოძრაობის“ უკვე ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია ლევან ხაბეიშვილს პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.

მელია იმედოვნებს, რომ ლევან ხაბეიშვილი პარტიის მართვას „ღირსებით და სიმართლით მოახერხებს“.

„დასრულდა არჩევნები „ნაციონალურ მოძრაობაში - პარტიაში, რომელსაც ქვეყნის მართვის და ამავე დროს, მშვიდობიანად ხელისუფლების გადაბარების გამოცდილება აქვს. ეს ტრადიცია ამ პარტიამ შექმნა. მიმაჩნია, რომ ამ არჩევნებში ძნელია ვინმეს გამარჯვებული ან დამარცხებული უწოდო გამომდინარე იქიდან, თუ რა მდგომარეობაშია ჩვენი სახელმწიფო. ქვეყანას ჰყავს პოლიტიკური პატიმრები - მიხეილ სააკაშვილი, ნიკა გვარამია, ამჟამინდელი ხელისუფლების პირობებში ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი ძალიან მყარად იცვლება რუსეთის ორბიტისკენ, სწორედ ამ ფაქტორებიდან გამომდინარე, ძნელია, რომ ამ არჩევნებში ვინმეს გამარჯვებული ან დამარცხებული უწოდო. დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს მომავალში ჩვენ ყველა ერთად გავიმარჯვებთ - ქართული საზოგადოება გაიმარჯვებს, ქართული სახელმწიფო გაიმარჯვებს, მისი მომავალი იქნება ნათელი და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ქვეყანაში ძალიან ბევრი ემიგრანტი დაბრუნდება და მოსახლეობის დაცლის ის ტენდენცია, რომელიც ახლა გრძელდება, შეჩერდება.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, არჩევნები შედგა, არჩევნებს ჰყავს თავისი კონკრეტული გამარჯვებული, მას ვულოცავ. ამ შედეგს ვულოცავ კონკრეტულად ლევან ხაბეიშვილს, ვუსურვებ მას ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანს - ვუსურვებ პარტია ემართოს ღირსებითა და სიმართლით. მინდა იმედი ვიქონიო, რომ ის ამას მოახერხებს“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა