Russia's combat losses in Ukraine rise to 440,790
ვოლოდიმირ ზელენსკი - ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ჩვენს მეომრებს მეტი იარაღი მივცეთ
Ukraine war update: 59 combat clashes on front lines
IAEA experts record sounds of outgoing artillery fire at ZNPP
Frozen Russian assets worth $300B: Ukraine’s reconstruction costs much higher
Moscow no longer hiding military cooperation with N. Korea at USNC - Kuleba
Kremlin tying West to terrorist attacks to generate domestic support for war in Ukraine – ISW
British company developing EW-resistant drones for Ukrainian Armed Forces

მოირგე სწორი დაზღვევა! – „ჯიპიაი ჰოლდინგი“ მომხმარებლებს ავტოდაზღვევის ახალ კონცეფციას სთავაზობს

07.26.2021 | 19:51 ნახვები: 558

· ავტო აქტივის M, L და XL პაკეტებიდან, მომხმარებელი თავად არჩევს რომელი დაზღვევა ერგება მისი ცხოვრების სტილსა და საჭიროებებს.

· ავტო ფიქსი ჯიპიაის ახალი და უნიკალური პროდუქტია მათთვის, ვისაც უნდა დააზღვიოს მანქანა მარტივი პირობებით, ფიქსირებულ ფასად.


„ჯიპიაი ჰოლდინგი" მომხმარებლებს სრულიად ინოვაციურ ავტოდაზღვევის პროდუქტებს სთავაზობს. მოირგე სწორი დაზღვევა! - კამპანიის მთავარი მესიჯია, ავტო ფიქსი და ავტო აქტივი კი ავტოდაზღვევის ახალი პაკეტებია , რომელიც დაზღვეულმა ცხოვრების სტილიდან გამომდინარე თავის თავზე უნდა მოირგოს. სწორი დაზღვევის მოსარგებად მომხმარებელი moirge.com-ს უნდა ეწვიოს და მარტივ კითხვებს გასცეს პასუხი. პროგრამა კი მასზე მორგებულ პაკეტს და საჩუქარს შესთავაზებს.

პროდუქტის უნიკალურობა ისაა, რომ მომხმარებლებს საშუალება აქვთ მრავალფეროვანი პაკეტებიდან მათ საჭიროებებზე და ცხოვრების სტილზე მორგებული პოლისი აირჩიონ: პოლისი ავტოაქტივი - M, L ან XL პაკეტები და ავტოფიქსი - ჯიპიაის სრულიად ახალი პროდუქტი, რომელსაც ბაზარზე ანალოგი არ აქვს. ეს არის დაზღვევა ადამიანებისთვის, ვისაც არ სურს ბევრი დრო დახარჯოს დაზღვევის პირობებში გასარკვევად. ეძებს მარტივ გადაწყვეტილებას ფიქსირებულ ფასად. ავტო ფიქსის მფლობელს ყოველთვიურად მხოლოდ 40 ან 50 ლარის გადახდა უწევს და ზუსტად იცის, რომ ნებისმიერი შემთხვევის დროს, თანხის 90% ჯიპიაი სრულად აუნაზღაურებს.

კოკნსტანტინე მანჯგალაძე, NL ბაზარზე განვითარების დირექტორი მოადგილე : „ავტოდაზღვევის ახალ კონფეციაზე მუშაობისას ჩვენი მთავარი ამოცანა იყო ავტოდაზღვევა გაგვემარტივებინა და რეალურად მოგვერგო ადამიანების საჭიროებებზე. ჩენი ყველა შეთავაზება განსხვავებული და უნიკალურია, შესაბამისად მომხმარებლებს საშუალება აქვთ, დაფიქრდნენ, რა სჭირდებათ და ისე მოირგონ დაზღვევა. დღეს, საქართველოში ავტოდაზღვევის ბაზარი აუთვისებელია. ერთ-ერთი ბარიერი ინფორმაციის ნაკლებობაა - ბევრმა ავტომფლობელმა არ იცის, რამდენად საჭიროა დაზღვევა და რა სარგებელს მიიღებენ. ჩვენ შევეცადეთ, შეგვექმნა დაზღვევის სრულიად ახალი კონცეფცია, რომელშიც ნებისმიერი მომხმარებელი აუცილებლად იპოვის თავის საჭიროებაზე მორგებულ პაკეტს. განსაკუთრებით გამოვყოფდი ავტო ფიქსს, რომელიც სრულიად უნიკალური პროდუქტია მათთვის, ვისაც აქამდე დაზღვევასთან შეხება არ ჰქონია, სურს მარტივად და ჭკვიანურ ფასად დააზღვიოს ავტომობილი. ყოველგვარი ზედმეტი პირობეების და გამონაკლისების გარეშე ფიქსირებულ ფასად აზღვევს ავტომობილს და ზარალის 90% ყველა შემთხვევაში უნაზღაურდება და შეიძლება ითქვას, რომ ყველა რისკს აზღვევს - მესამე მხარის მიმართ პასუხისმგებლობის ჩათვლით. „

მოირგე სწორი დაზღვევა! - ამ მესიჯით კომპანია აქტიური ცხოვრების სტილის მქონე ადამიანებს მიმართავს. მათ ვინც ყოველთვის მოქმედებაშია და მიზნის მისაღწევად იბრძვის. ჯიპიაიში ამბობენ, რომ დაზღვევას სწორედ ასეთი ტიპის ადამიანები ირგებენ, რომ მიზნისკენ შეუფერხებლად იარონ.

სწორი დაზღვევისა და საჩუქრის მორგება moirge.com-ზე უკვე ნებისმიერ მსურველს შეუძლია. იმისთვის, რომ პროგრმამა თითოეულ ადამიანს მასზე მორგებული პაკეტი შესთავაზოს, მხოლოდ რამდენიმე კითხვაზე პასუხია საჭირო, პროცესის ბოლოს კი ყველა, ვინც დაზღვევას შეიძენს ავტომატურად მოხვდება აქციაში, სადაც : ავტოდაზღვევაზე 100%, 50%, 30% , 15% ფასდაკლებას და სხვა საჩუქრებს მიიღებს.

„ჯიპიაი ჰოლდინგი" ერთ-ერთი ლიდერია ავტოდაზღვევის ბაზარზე. ჯიპიაის ავტოდაზღვევა ყველა რისკისაგან დაგაზღვევთ: ავარია, ქურდობა, ვანდალიზმი, საგნების ვარდნა, სტიქია და სხვა. კომპანიის ზარალების რეგულირების სამსახური 24 საათიან რეჟიმში მუშაობს და გამოირჩევა სწრაფი და კომფორტული მომსახურებით. ჯიპიაიში ავარიის შესახებ განაცხადის გაკეთება და ანაზღაურების მიღება ონლაინ არის შესაძლებელი. 1000 ლარამდე ზარალი კი დაზღვეულს ადგილზე უნაზღაურდება. 2020 წელს კომპანიამ ავტოდაზღვევით დაზღვეულებს 12, 988, 264 ლარი აუნაზღაურა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა