მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ძმები ფეიქრიშვილების წერილები არ მოეწონა და მათზე ძალადობა შეუკვეთა – ეს მხოლოდ დასაწყისია
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება

მირიან ლექსმანი - საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის რისკის ქვეშ დაყენება -

ნახვები: 649 მირიან ლექსმანი - საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის რისკის ქვეშ დაყენება -

ევროპარლამენტარის მირიამ ლექსმანის განცხადებით, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს უნდა მიეცეს უფლება, რომ დაუყოვნებლივ გაიაროს მკურნალობა საზღვარგარეთ.

ამის შესახებ განცხადება მან „ტვიტერზე“ გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ ევროპის სახალხო პარტია ევროპარლამენტში პლენარულ დებატებს მხარს უჭერს.

ევროპარლამენტარი სოციალურ ქსელში იმ ფოტოებს აზიარებს, სადაც ჩანს ვიზუალურად როგორია ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

„საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის რისკის ქვეშ დაყენება.

ევროპის სახალხო პარტია მხარს უჭერს ევროპარლამენტის დაუყოვნებლივ პლენაურ დებატებს. მას უნდა მიეცეს უფლება, დაუყოვნებლივ მიიღოს სამედიცინო მომსახურება საზღვარგარეთ. საქართველოს ხელისუფლებას ეკისრება სრული პასუხისმგებლობა მის ჯანმრთელობაზე“, - განაცხადა ევროპარლამენტარმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა