კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

გია ვოლსკი - სააკაშვილისგან არც თუ ისე შეფარული მინიშნებებია, რომ საქართველო მძევლად ჰყავდეს და თავს დაანებებს

ნახვები: 429 გია ვოლსკი - სააკაშვილისგან არც თუ ისე შეფარული მინიშნებებია, რომ საქართველო მძევლად ჰყავდეს და თავს დაანებებს

საკმაოდ სერიოზული, მაგრამ არც თუ ისე შეფარული მინიშნებებია, რომ საქართველო მყავს, მინდა, რომ მყავდეს მძევლად და დავანებებ მას თავს, დავანებებ საქართველოს ინტერესით და სტაბილურობით სპეკულირებას, თუ გამიშვებთ უკრაინაში ან სხვა ქვეყანაში, მიუხედავად იმისა, რა დანაშაულიც არ უნდა მქონდეს ჩადენილიო, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ აღნიშნა, რომელიც გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის მიერ სასამართლო პროცესზე გაკეთებულ განცხადებას: „თუ ვერ ვიცოცხლებ უკრაინის გამარჯვებამდე, რომელიც ახლოსაა, ჩემი გული უნდა იყოს დამარხული კიევში“

ვოლსკის თქმით, „ეს არის ადამიანის, ადამიანთა ჯგუფის მხრიდან შანტაჟის ფორმა, მინიშნება, რომ მას უკრაინა აინტერესებს და არა საქართველო“.

„იგივე ხაბეიშვილისთვის მიწერილი წერილი, იგივე განცხადებები, რომ მას საქართველოში არაფერი აინტერესებს და ა.შ. არ გააკეთებთ და არ მიჰყვებით ამ ჩემს წინადადებას და კეთილ ნებას? ზუსტად მიიღებთ იმას, რასაც გპირდებიან და რითიც გემუქრებიან კუბილიუსი და ძმანი მისნი, თუნდაც ხაბეიშვილი, რომელიც ამ ბერიკაობას არ ეშვება და ხელების და ფეხების დამტვრევას ჰპირდება მთავრობის და ხელისუფლების წარმომადგენლებს. თუ გინდათ, აღარ უყუროთ ამ რეალობას, გამიშვით – ეს არის მესიჯი. კიდევ მეორე მესიჯია, რომ სპეციალურად რუსულმა აგენტურამ სააკაშვილი გამოუშვა საქართველოში, ჩააყენა ამ მდგომარეობაში და ვინც ამას ამბობს, ავიწყდება, რომ არ შეიძლება, უკრაინის მხრიდან არ სცოდნოდათ, რომ სააკაშვილი საქართველოსკენ მოემართება. გაითვალისწინეთ, რომ სააკაშვილს თავისივე მართვის პერიოდში, სადიზმთან ერთად, არასდროს არაფერი გაუკეთებია რუსეთის ინტერესების საწინააღმდეგოდ. შედეგიც სახეზეა – 20 პროცენტი ტერიტორიაა რუსეთის კონტროლის ქვეშ და პრობლემა შეუქმნა საქართველოს მთავარ ფუნქციას, სატრანზიტო გადაზიდვების ფუნქციას. ეს არის ის, რაც რუსეთმა მიიღო სააკაშვილის ხელისფულებისგან, პლუს კიდევ სტრატეგიულად უმნიშვნელოვანესი ობიექტები. ეს არის შედეგი და რატომ არ უნდა აწყობდეს პუტინს იგივე სააკაშვილი, თუნდაც ვითომ მისი მოწინააღმდეგის პოზიციაში. მეორე, რაც თქვეს, რომ ომის დაწყების წინა პერიოდში თურმე პუტინს არ უნდოდა, რომ სააკაშვილი ზელენსკის გვერდზე მდგარიყო, ვინაიდან ზელენსკის ეს დიდ უპირატესობას მისცემდა, მათ შორის ბრძოლის ველზე და მოიშორა უკრაინიდან თავისი აგენტურის მეშვეობით. დაუფიქრდით ამ ფაქტებს, დაუფიქრდით ამ განცხადებებს და ვფიქრობ, ანალიზისათვის საკმაო მასალა გექნებათ“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა