პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

დავით უსუფაშვილი - მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენები ვნებს ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებს

ნახვები: 446 დავით უსუფაშვილი - მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენები ვნებს ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებს

მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენები ვნებს ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებს, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

უსუფაშვილის თქმით, გამოსავალი არის ის, რომ მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ გადაყვანილი იყოს რომელიმე ქვეყანაში, სადაც მისი ჯანმრთელობა და სიცოცხლე უზრუნველყოფილი იქნება.

ამასთან, „ლელოს“ წევრის განცხადებით, სასჯელი უნდა მოიხადოს ყველამ, ვისაც დაეკისრა.

„მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენები ვნებს ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებს. ერთი მხრივ, ზარალდება ქვეყნისა და სახელმწიფო ინსტიტუტების პრესტიჟი, იმიჯი, მეორე მხრივ, ხდება საზოგადოების კიდევ უფრო გაყოფა და ერთმანეთთან დაპირისპირება. ამ პრობლემის მოგვარება სახელისუფლებო საქმეა. ამ ვითარებაში გამოსავალი ის არის, რომ მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ გადაყვანილი იყოს რომელიმე ქვეყანაში, სადაც მისი ჯანმრთელობა და სიცოცხლე უზრუნველყოფილი იქნება.

რაც შეეხება სასჯელს, მოიხადოს ყველამ, ვისაც სასჯელი დაეკისრა. დანარჩენი თემები „ლელოსთვის“ მნიშვნელოვანი არ არის, ვინაიდან არ ვთვლით, რომ სხვა საკითხები ქვეყნის ინტერესებს ემსახურება“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა