ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა და დაუბრუნდით დემოკრატიის გზას
ივანე ჩხაიძე: გრიპის საწინააღმდეგო აცრისთვის საუკეთესო პერიოდი ოქტომბრის მეორე ნახევრიდან ნოემბრის შუა რიცხვებამდეა – ვის უნდა გადაუვადდეს ვაქცინაცია
დონალდ ტრამპი: რუსეთ-უკრაინისა და ირანთან ომების დასრულებასთან ახლოს ვართ – ორივე ომი ასე თუ ისე დასრულდება
პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც

იაგო ხვიჩია - პარლამენტის დატოვებას რომც ვაპირებდე, „ნაციონალური მოძრაობის“ მოწოდების შემდეგ გადავიფიქრებდი

ნახვები: 551 იაგო ხვიჩია - პარლამენტის დატოვებას რომც ვაპირებდე, „ნაციონალური მოძრაობის“ მოწოდების შემდეგ გადავიფიქრებდი

ახლა „ნაცები“ ვერაფერს ისეთს ვერ იზამენ, რასაც აქამდე არ შვრებოდნენ, ამ მოწვევის პარლამენტში სულ ბოიკოტებში გაატარეს დრო, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

როგორც იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, „ნაცმოძრაობა“ ახლა იმ ფორმაში არ არის, მათ მოწოდებებზე რომ იარო.

„გუშინ სადღაც შეიკრიბნენ და დაიშალნენ. მგონი, პარლამენტის დატოვება ბოლომდე არ იყო მოფიქრებული, რადგან ეკა ხერხეულიძეს საყვედური ჰქონდა, უცნაური დატოვება არისო. დატოვებას რომც ვაპირებდე, მათი მოწოდების შემდეგ გადავიფიქრებდი, რადგან „ნაცმოძრაობა“ ახლა იმ ფორმაში არ არის, მათ მოწოდებებზე რომ იარო. შემთხვევით რომც დაემთხვიო, უნდა გადაიფიქრო. კარგი ხანია, არეულები არიან“, – განაცხადა ხვიჩიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა