მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ძმები ფეიქრიშვილების წერილები არ მოეწონა და მათზე ძალადობა შეუკვეთა – ეს მხოლოდ დასაწყისია
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება

შალვა პაპუაშვილი - მიხეილ სააკაშვილის დანაშაულები იმდენად ხელის გულზე დევს, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ აღარც კი საუბრობენ მის პოლიტპატიმრობაზე

ნახვები: 505 შალვა პაპუაშვილი - მიხეილ სააკაშვილის დანაშაულები იმდენად ხელის გულზე დევს, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ აღარც კი საუბრობენ მის პოლიტპატიმრობაზე

ეს არის შექმნილი ცრუ არჩევანი, თითქოს „ქართული ოცნება“ უნდა წყვეტდეს საკითხს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, – ამ განცხადებით პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემის „თავისუფალი ხედვა“ წამყვანის შეკითხვას უპასუხა, არის თუ არა იმის შესაძლებლობა, რომ „ქართულ ოცნებას“ მოუწიოს მიხეილ სააკაშვილის ქვეყნიდან გაშვება, რადგან მმართველ პარტიას რამდენჯერმე მოუწია მისთვის არც თუ ისე მომგებიანი ნაბიჯების გადადგმა თუ დაანონსება.

„სინამდვილეში, საკითხი არის ძალიან მარტივად. იყო სასამართლო პროცესი, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მისთვის მსჯავრის შესაძლო გადავადებას ეხებოდა, სასამართლომ იმსჯელა და ეს იყო ერთ-ერთი გამორჩეული პროცესი თავისი გამჭვირვალობით. პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა ყველაფერი, ყველამ ყველაფერი მოისმინა და ვნახეთ სასამართლოს გადაწყვეტილება. სწორედ ეს არის სამართლიანი სახელმწიფოს ნაწილი. ამიტომ, რაც შეეხება მისი ჯანმრთელობის საკითხს, ამ ნაწილს პასუხი გაეცა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

 

მისი თქმით, არის მეორე საკითხი, არის თუ არა მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარი, რასაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დიდი ხანია, თავადვე გასცა პასუხი.

„მისი დანაშაულები იმდენად ხელისგულზე დევს, რომ ისინი აღარც კი საუბრობენ მის პოლიტპატიმრობაზე და აღარც მიხეილ სააკაშვილის უცხოელი მხარდამჭერები აღარ საუბრობენ ამაზე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმარი არ არის, ჯანმრთელობის კუთხით კი სასამართლომ თქვა, რომ სასჯელის გადავადების არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნა არის არა მხოლოდ მართლმსაჯულებაში ჩარევისკენ მოწოდება, არამედ მართლმსაჯულების გაუქმების მოთხოვნა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს შეთავაზებული აქვს ყველანაირი სამედიცინო სერვისი და მათ შორის, შეთავაზებული აქვს, რომ თუ საჭიროა, სხვა სახის სამედიცინო დახმარება გაეწიოს, ნებისმიერი ექიმი ჩამოიყვანოს.

1tv.ge

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა