თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფი - პუტინმა პირადად მიიღო სეპარატისტებისთვის „ბუკის“ მიწოდების გადაწყვეტილება, რომლითაც „მალაიზიის ავიახაზების“ თვითმფრინავი ჩამოაგდეს

ნახვები: 628 საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფი - პუტინმა პირადად მიიღო სეპარატისტებისთვის „ბუკის“ მიწოდების გადაწყვეტილება, რომლითაც „მალაიზიის ავიახაზების“ თვითმფრინავი ჩამოაგდეს

საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფმა, რომელიც იკვლევს 2014 წელს დონბასში „მალაიზიის ავიახაზების“ „MH17“-ის რეისის ჩამოვარდნის გარემოებებს, დაადგინა, რომ არსებობს ძლიერი მტკიცებულებები, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა პირადად მიიღო დონბასში პრორუსი სეპარატისტებისთვის „ბუკის“ მიწოდების გადაწყვეტილება, რომლითაც თვითმფრინავი ჩამოაგდეს. ამასთან, საგამოძიებო ჯგუფი აღნიშნავს, რომ არ არსებობს არანაირი ვარაუდი იმისა, რომ პუტინმა თვითმფრინავის ჩამოგდების განკარგულება გასცა.

საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფი აცხადებს, რომ ყველა ვერსია ამოწურა და მიღებული შედეგები არასაკმარისია იმისთვის, რომ ბრალი წაუყენოს სხვა შესაძლო ეჭვმიტანილებს.

ერთობლივი საგამოძიებო ჯგუფი ხუთი ქვეყნის – ნიდერლანდების, ავსტრალიის, ბელგიის, მალაიზიისა და უკრაინის გამომძიებლებით არის დაკომპლექტებული.

სეპარატისტებისთვის მძიმე შეიარაღებაზე პუტინის პასუხისმგებლობის დასადასტურებლად, პრესკონფერენციაზე გამომძიებლებმა ორი სატელეფონო საუბრის ჩანაწერი წარადგინეს, სადაც ყირიმის სეპარატისტი ხელმძღვანელი, კრემლის წარმომადგენელი სერგეი აქსიონოვი ამბობს, რომ დონბასში „ბუკის“ გაგზავნის გადაწყვეტილებას იღებს არა ვინმე გენერალი ან თავდაცვის მინისტრი, არამედ „პირადად პირველი პირი“. ჩანაწერი სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდებამდე რამდენიმე დღით ადრეა ჩაწერილი. როგორც პრესკონფერენციაზე სპეციალისტებმა აღნიშნეს, ვლადიმერ პუტინი, როგორც სახელმწიფოს მეთაური, იურიდიული იმუნიტეტით სარგებლობს და შეუძლებელია მისი სამართლებრივი დევნა მისი თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის ნოემბერში ჰააგის სასამართლომ „მალაიზიური ავიახაზების“ თვითმფრინავის ჩამოგდების საქმეზე დამნაშავედ ცნო სამი პირი, ერთი ბრალდებული კი გაამართლა. სამივე მათგანს დაუსწრებლად სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. კერძოდ, იგორ გირკინი, რუსეთის მოქალაქე, რომელიც 2014 წლის ზაფხულში თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ე.წ. თავდაცვის მინისტრი იყო; რუსეთის სამხედრო დაზვერვის გადამდგარი ოფიცერი სერგეი დუბინსკი; უკრაინის მოქალაქე ლეონიდ ხარჩენკო, რომელიც 2014 წლის ზაფხულში ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის სამხედრო დაზვერვის დანაყოფს ხელმძღვანელობდა.

სასამართლომ აღიარა, რომ სამივე პირმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა „ბუკის“ მარშრუტის შეთანხმებაში, ტრანსპორტირებასა და დაცვაში.

ამსტერდამიდან კუალა-ლუმპურში მიმავალი ავიალაინერი რეისით „MH17“, რომლის ბორტზეც 298 ადამიანი იმყოფებოდა, 2014 წლის 17 ივლისს ჩამოაგდეს. მგზავრთა შორის 80 ბავშვი იყო. ნიდერლანდების და ავსტრალიის მთავრობებმა დონეცკის ოლქში 2014 წელს მალაიზიური ავიახაზების კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობა რუსეთს ოფიციალურად დააკისრეს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა