პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

მოეწყობა ცალკე სივრცე პედაგოგიური პერსონალისთვის, რომელთაც შეუძლიათ რეგისტრაციის გარეშე მობრძანდნენ და ჩაიტარონ ვაქცინაცია - თამარ გაბუნია

ნახვები: 333 მოეწყობა ცალკე სივრცე პედაგოგიური პერსონალისთვის, რომელთაც შეუძლიათ რეგისტრაციის გარეშე მობრძანდნენ და ჩაიტარონ ვაქცინაცია - თამარ გაბუნია

„მოეწყობა ერთი ცალკე სივრცე პედაგოგიური პერსონლისთვის, რომელთაც შეუძლიათ რეგისტრაციის გარეშე მობრძანდნენ და ჩაიტარონ ვაქცინაცია მათთვის სასურველ დროს, როგორც აქ, ასევე სხვა დაწესებულებებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით",-ამის შესახებ, ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისივე თქმით, განსაკუთრებული ხელშეწყობა იქნება პედაგოგებისთვის, რადგან სასწავლო წელი უსაფრთხოდ დაიწყოს.

„დღეს მუშაობა დაიწყო ახალმა, მასიური ვაქცინაციის ცენტრმა სამედიცინო უნივერსიტეტის ტერიტორიაზე. როგორც იცით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენთვის ახალ სასწავლო წელს შევხვდეთ უსაფრთხო, სასკოლო გარემოში. ამდენად, სკოლის პერსონალის, პედაგოგიური პერსონალის, სხვა პერსონალის ვაქცინაციის ხელშეწყობა იქნება ძალიან მნიშვნელოვანი. ამ სივრცეში მოეწყობა ერთი ცალკე სივრცე პედაგოგიური პერსონლისთვის, რომელთაც შეუძლიათ რეგისტრაციის გარეშე მობრძანდნენ და ჩაიტარონ ვაქცინაცია მათთვის სასურველ დროს, როგორც აქ, ასევე სხვა დაწესებულებებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, პედაგოგიურ პერსონალს ექნება განსაკუთრებული ხელშეწყობა იმისთვის, რომ მათი ვაქცინცია, რა თქმა უნდა, მათი გადაწყვეტილებით და ნებით მოხდეს შეუფერხებლად და არანაირი ადმინისტრაციული და ტექნიკური ბარიერი არ შეხვდეთ ვაქცინაციის პროცესში", - განაცხადა გაბუნიამ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა