მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ძმები ფეიქრიშვილების წერილები არ მოეწონა და მათზე ძალადობა შეუკვეთა – ეს მხოლოდ დასაწყისია
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება

მარკ რუტე - ჩვენ შევთანხმდით უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, საქართველო ერთი ნაბიჯით უკან არის

ნახვები: 567 მარკ რუტე - ჩვენ შევთანხმდით უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, საქართველო ერთი ნაბიჯით უკან არის

გასულ წელს ჩვენ შევთანხმდით უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, საქართველო ერთი ნაბიჯით უკან არის, უკრაინასა და მოლდოვასთან დაკავშირებით კი მკაფიო გადაწყვეტილება იყო, – ამის შესახებ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა, მარკ რუტემ ბრიუსელში ევროკავშირის სამიტის დაწყების წინ განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირში წევრობას მკაფიო ეტაპები აქვს.

„ახლა, რა თქმა უნდა, ეს არის გზა, რომელსაც აქვს მკაფიო ეტაპები. ჩვენ ვიცით, რომ უკრაინა აკეთებს ბევრს, ძალისხმევა უზარმაზარია. საბოლოოდ ევროკომისიამ უნდა შეაფასოს, წევრობისკენ გზის რა მონაკვეთზე იმყოფება უკრაინა. რა თქმა უნდა, ჩვენ დაველოდებით ამ შეფასების შედეგებს, რომელსაც კომისია რეგულარულად აკეთებს, თუმცა ნამდვილად შთამბეჭდავია, რასაც უკრაინა აკეთებს, ასევე, მისი მტკიცე გადაწყვეტილება და ნება, გადადგას შემდეგი ნაბიჯი“, – განაცხადა მარკ რუტემ.

როგორც მარკ რუტემ აღნიშნა, ევროკავშირში წევრობისთვის მკაფიო საგზაო რუკა არსებობს, რომელიც წლების წინ შეთანხმდა.

„ევროკავშირის შიგნით არის სისტემური მიდგომა, მკაფიო საგზაო რუკა მკაფიო ეტაპებით, რომელიც შეთანხმებულია წლების წინ და უკრაინა ახლა ამ გზაზეა“, – განაცხადა მარკ რუტემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა