პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

ვალერი ზალუჟნი - რუსეთის ძალების მიერ უკრაინის მიმართულებით გაშვებული ფრთოსანი რაკეტები რუმინეთისა და მოლდოვის საჰაერო სივრცეში შეიჭრა

ნახვები: 552 ვალერი ზალუჟნი - რუსეთის ძალების მიერ უკრაინის მიმართულებით გაშვებული ფრთოსანი რაკეტები რუმინეთისა და მოლდოვის საჰაერო სივრცეში შეიჭრა

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი აცხადებს, რომ რუსეთის რაკეტებმა ნატო-ს საჰაერო სივრცე გადაკვეთეს. ზალუჟნის ცნობით, დილით რუსეთის ძალების მიერ უკრაინის მიმართულებით გაშვებული „კალიბრის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტები ნატო-ს წევრი რუმინეთისა და მოლდოვის საჰაერო სივრცეში შეიჭრა, რის შემდეგაც კვლავ უკრაინის საჰაერო სივრცეში შევიდა.

სამხედრო მაღალჩინოსნის თქმით, რაკეტები შავი ზღვის აკვატორიიდან გაუშვეს.

„დღეს, 11 თებერვალს, 10:18 საათზე „კალიბრის“ ტიპის ორმა რუსულმა ფრთოსანმა რაკეტამ გადაკვეთა უკრაინის სახელმწიფო საზღვარი მოლდოვის რესპუბლიკასთან. დაახლოებით 10:33 საათზე ამ რაკეტებმა გადაკვეთეს რუმინეთის საჰაერო სივრცე, რის შემდეგაც ისევ შევიდნენ უკრაინის საჰაერო სივრცეში სამი სახელმწიფოს საზღვრების გადაკვეთის წერტილში“, – დაწერა ზალუჟნიმ „ტელეგრამარხში“.

მოლდოვის თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ უკრაინის მიმართულებით გაშვებულმა რაკეტამ ქვეყნის ტერიტორია გადაკვეთა. არსებული ინფორმაციით, მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი დაიბარეს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა