კობახიძე ღარიბაშვილის წერილზე: სასაცილოცაა და ტრაგიკულიც — ყოფილი პრემიერი „შავ-ბნელი გაზეთის ბლოგერის დონეზე“ დავიდა
„გირჩი“ სახელს იცვლის და „თავისუფალი ხალხის პარტია“ ხდება
War update: 237 combat clashes on front lines in past 24 hours, 43 in Pokrovsk sector
Ukraine marks Military Intelligence Day
Russia's war casualty toll in Ukraine up by 1,540 over past day
Kubilius says Putin himself is 'root cause' of war against Ukraine
Photo exhibition dedicated to rescuers’ courage amid war opens in Kyiv
Zelensky says Ukraine expects US to approve new sanctions package against Russia

პოლიციამ ქვეყნის მასშტაბით ნარკოდანაშაულისთვის 45 პირი დააკავა, მათ შორის 23 ნარკორეალიზატორია

ნახვები: 573 პოლიციამ ქვეყნის მასშტაბით ნარკოდანაშაულისთვის 45 პირი დააკავა, მათ შორის 23 ნარკორეალიზატორია

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო პერიოდში, მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულისთვის 45 პირი დააკავა. აღნიშნულის შესახებ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, თეიმურაზ კუპატაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები.

„ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის და გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული კომპლექსური ოპერატიული ღონისძიებებსა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით, 45 პირი დააკავეს, მათ შორის 23 ნარკორეალიზატორია.

დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების, გასაღების მომზადების, გასაღების მცდელობის, ასევე, ქვეყანაში ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შემოტანის ფაქტებზე დაკავებული არიან:

1968 წელს დაბადებული ა.კ., 1989 წელს დაბადებული ზ.გ., 2004 წელს დაბადებული ნ.ჩ., 1967 წელს დაბადებული გ.მ., 2004 წელს დაბადებული გ.ჭ., 1987 წელს დაბადებული გ.ა., 1980 წელს დაბადებული გ.რ., 1990 წელს დაბადებული მ.მ., 1995 წელს დაბადებული ზ.მ., 1967 წელს დაბადებული ფ.ნ., 1994 წელს დაბადებული ს.ყ., 1985 წელს დაბადებული ნ.ბ., 2002 წელს დაბადებული მ.პ., 1994 წელს დაბადებული გ.ა., 1980 წელს დაბადებული დ.თ., 1974 წელს დაბადებული გ.ა., 2004 წელს დაბადებული პ.ჯ., 2000 წელს დაბადებული ლ.მ., 2003 წელს დაბადებული ა.ლ., 2001 წელს დაბადებული მ.მ., 1979 წელს დაბადებული დ.ა., 1999 წელს დაბადებული ფ.შ., 2001 წელს დაბადებული ე.ა., 1982 წელს დაბადებული ი. ძ., 1972 წელს დაბადებული გ.ხ., 1966 წელს დაბადებული მ.შ., 1994 წელს დაბადებული ი.ჯ., 1966 წელს დაბადებული ბ.თ., 1963 წელს დაბადებული ნ.ვ. , 2001 წელს დაბადებული ბ.ბ., 1993 წელს დაბადებული თ.ხ.

ასევე ნარკოდანაშაულისთვის არიან დაკავებული უცხო ქვეყნის მოქალაქეები:

1993 წელს დაბადებული მ.ს., 1990 წელს დაბადებული ი.კ., 1997 წელს დაბადებული ნ.ბ., 1969 წელს დაბადებული ე.ა., 1979 წელს დაბადებული დ.ქ., 1992 წელს დაბადებული ა.ა., 1996 წელს დაბადებული ნ.ზ., 2001 წელს დაბადებული ს.რ., 1984 წელს დაბადებული ე.რ., 1986 წელს დაბადებული ი.ა., 1989 წელს დაბადებული ბ.მ., 1979 წელს დაბადებული დ.ჩ., 2004 წელს დაბადებული ს.ბ., 1986 წელს წელს დაბადებული ე. გ.,

სამართალდამცველებმა ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა“, – განაცხადა კუპატაძემ.

მისივე თქმით, დაკავებულების მიერ მითითებული ადგილებიდან, ასევე, მათი პირადი, ავტომანქანების, საცხოვრებელი სახლებისა და ბინების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები: „ჰეროინი”, „კოკაინი“, „ალფა პვპ“, „ბუპრენორფინი”, „სუბოქსინი“, „ექსტაზი“, „ლსდ“, „მეტადონი“, „კეტამინი“, „მეფედრონი“, „მეტამფეტამინი“, „მდმა“, „ამფეტამინი“, ე.წ. ბიო, „მარიხუანა“, „ტრამადოლი“ და სხვ.

კუპატაძის განცხადებით, ბრალდებულების მიერ ჩადენილი დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება 260-ე, 18-260-ე, 19-260-ე და 262-ე, 273 პრიმა და 19-273 პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა