თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სლოვაკეთის საგარეო და ევროპის საქმეთა მინისტრს შეხვდა

ნახვები: 533 საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სლოვაკეთის საგარეო და ევროპის საქმეთა მინისტრს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სლოვაკეთის საგარეო და ევროპის საქმეთა მინისტრს შეხვდა საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი, ილია დარჩიაშვილი, სამუშაო ვიზიტით იმყოფება სლოვაკეთის რესპუბლიკაში, სადაც სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრს, რასტისლავ კაჩერს შეხვდა.
 
მინისტრებმა მიმოიხილეს როგორც ორმხრივი ურთიერთობების მიმდინარე დღის წესრიგი, ისე გლობალური საერთაშორისო გარემო და რეგიონის წინაშე მდგარი გამოწვევები. მხარეები მიესალმნენ საქართველოსა და სლოვაკეთს შორის ბოლო პერიოდში ჩამოყალიბებულ მჭიდრო პარტნიორულ ურთიერთობებს და მაღალი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლას, რაც ხელს უწყობს კავშირების გამყარებას.
 
შეხვედრაზე აღინიშნა სლოვაკეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესისადმი და ხაზი გაესვა ამ გზაზე საქართველოს პროგრესის სათანადოდ ასახვის მნიშვნელობას. ამ ჭრილში, საუბარი წარიმართა სლოვაკეთის საუკეთესო გამოცდილების გაზიარებაზე, მათ შორის სლოვაკეთის ექსპერტულ და ანალიტიკურ წრეებთან მჭიდრო კოორდინაციაზე. ორი ქვეყნის სხვადასხვა მიმართულებით ურთიერთობის განვითარებაზე მსჯელობისას, მინისტრებმა ყურადღება გაამახვილეს სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროზე, ამ მხრივ არსებულ დიდ პოტენციალზე და გამოთქვეს მზადყოფნა, მიმართონ ძალისხმევა ორი ქვეყნის ბიზნესწრეების დასაახლოებლად. ასევე აღინიშნა საქართველოს განსაკუთრებული როლი ევროპისთვის განახლებადი ენერგორესურსების მიწოდებისა და ალტერნატიული ენერგომარშრუტების ამოქმედების თვალსაზრისით. რეგიონალური უსაფრთხოების გამოწვევებზე საუბრისას, კიდევ ერთხელ დაფიქსირდა სლოვაკეთის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. საერთო ჯამში, შეხვედრაზე მკაფიოდ გამოიკვეთა ორი ქვეყნის მზადყოფნა აქტიური თანამშრომლობისთვის სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატში.
 
შეხვედრის ფარგლებში ორი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ხელი მოაწერა თანამშრომლობის ოქმს, რაც ითვალისწინებს საქართველოს და სლოვაკეთის საგარეო უწყებების მჭიდრო კოორდინაციას საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში. დოკუმენტით აღიარებულია საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მხარდაჭერილია ქვეყნის მიზანი - გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი.
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა