სახალხო დამცველი: დავით ფეიქრიშვილმა სავარაუდო დანაშაულში პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების შესაძლო მონაწილეობაზეც მიუთითა – გამოძიება პროკურატურამ უნდა აწარმოოს
Zelensky names hardest day for him during war
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესზე: ყველამ იცის, რომ ბიძინა უყურებს – ზოგი თავის მოწონებას ცდილობს, ზოგი კი ჩუმად ყოფნას და ბოლოს გადაწყვეტილებაზე ხელის მოწერას
უკრაინელმა სამხედროებმა მიწისქვეშა კომუნიკაციებით 15 კილომეტრზე მეტი გაიარეს და კუპიანსკის მიმართულებით რუსეთის ჯარების ზურგში შეაღწიეს – 30-ზე მეტი რუსი სამხედრო ტყვედ აიყვანეს
Ukrainian forces advance 15 km behind Russian lines through underground routes on Kupiansk front
Russian forces preparing to resume mechanized attacks in southern Ukraine after months-long pause – military
EU strategy to end war based on ‘peace through strength’ formula – Kubilius
Russian ballistic attack leaves one dead, 22 injured, causes damage in six Kyiv districts

კარგია, რომ აფასებენ იმ წვლილს, რომელიც ჩემმა შვილმა შეიტანა საქართველოს დაახლოებაში ევროპასთან - გიული ალასანია

ნახვები: 465 კარგია, რომ აფასებენ იმ წვლილს, რომელიც ჩემმა შვილმა შეიტანა საქართველოს დაახლოებაში ევროპასთან - გიული ალასანია

ევროპარლამენტის მიერ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მიღებულ დოკუმენტს გიული ალასანია აფასებს. ექსპრეზიდენტის დედა აცხადებს, რომ ევროპარლამენტმა მიხეილ სააკაშვილის საქართველო და ევროპის დაახლოებაში შეტანილი წვლილი დააფასა.

გიული ალასანია მიიჩნევს, რომ საჭიროა შიდა აქტიურობა.

"კარგია, რომ აფასებენ იმ წვლილს, რომელიც ჩემმა შვილმა შეიტანა საქართველოს დაახლოებაში ევროპასთან და ძალიან ბევრი რამე აქვს გაკეთებული მოგეხსენებათ. კარგია, რომ ეს ადამიანები აფასებენ ამას.

შიდა აქტიურობა არის საჭირო. კარგად დაინახეს ის სურათი, რომელიც არის ჩვენს ქვეყანაში იმიტომ, რომ ძალიან ბევრს აქტიურობენ, ჩამოდიან, კონტაქტები და ინფორმაცია აქვთ," - განაცხადა გიული ალასანიამ.

ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ თუ ხელისუფლებამ ადეკვატური ნაბიჯები არ გადადგა, საქართველო ევროპულ პერსპექტივას დაკარგავს.

"ეს რეზოლუცია არის დროული და არის ბოლო გაფრთხილება საქართველოს ხელისუფლებას, რომ გონს მოეგონ და ჩვენი მომავალი არ ჩააბარონ რუსეთს. ეს არის მკაფიო გზავნილი რა უნდა გაკეთდეს 12 პუნქტიანი შეთანხმების ფარგლებში და სააკაშვილთან მიმართებაში და რა შედეგი დადგება თუ კი ეს არ მოხდება," - განაცხადა ენმ-ს პოლიტსაბჭოს წევრმა გიორგი ჩალაძემ.

რეზოლუციას 577-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი იყო 33, 26-მა თავი შეიკავა. დოკუმენტი საქართველოს ხელისუფლებას საზღვარგარეთ მკურნალობის მიზნით მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისკენ, ხოლო პრეზიდენტს შეწყალებისკენ მოუწოდებს

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა