ბადრი ჯაფარიძე: „ქართული ოცნების“ ლიდერმა პარტიების აკრძალვის შესახებ განაჩენი წინასწარ გამოიტანა – ეს საკონსტიტუციო სასამართლოს უდიდესი შეურაცხყოფაა
მიხაილო ფედოროვი შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობაში ბრუნდება
სახალხო დამცველი: დავით ფეიქრიშვილმა სავარაუდო დანაშაულში პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების შესაძლო მონაწილეობაზეც მიუთითა – გამოძიება პროკურატურამ უნდა აწარმოოს
Zelensky names hardest day for him during war
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესზე: ყველამ იცის, რომ ბიძინა უყურებს – ზოგი თავის მოწონებას ცდილობს, ზოგი კი ჩუმად ყოფნას და ბოლოს გადაწყვეტილებაზე ხელის მოწერას
უკრაინელმა სამხედროებმა მიწისქვეშა კომუნიკაციებით 15 კილომეტრზე მეტი გაიარეს და კუპიანსკის მიმართულებით რუსეთის ჯარების ზურგში შეაღწიეს – 30-ზე მეტი რუსი სამხედრო ტყვედ აიყვანეს
Ukrainian forces advance 15 km behind Russian lines through underground routes on Kupiansk front
Russian forces preparing to resume mechanized attacks in southern Ukraine after months-long pause – military

თიბისი კაპიტალის სტუდენტური პროგრამის - „კემპის“ გამარჯვებულები ცნობილია

ნახვები: 483 თიბისი კაპიტალის სტუდენტური პროგრამის - „კემპის“ გამარჯვებულები ცნობილია

თიბისი კაპიტალის სტუდენტური პროგრამის - „კემპის“ მე-4 ნაკადის გამარჯვებულები ცნობილია.

პირველი ადგილი თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტებმა - ანი მიქაძემ და მარიამ წოწონავამ, ასევე კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტმა - ნიკა კოპალეიშვილმა, მეორე საპრიზო ადგილი კი, კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტმა - დიანა ჩავლეიშვილმა, თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტმა - ნიკოლოზ ჩიტაძემ და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტმა - ნოდარ ხორავამ დაიკავეს. ჟიურის რჩეულ ორივე გუნდს, სპეციალური ჯილდო - თიბისის აქციები გადაეცათ.

 

პროექტმა წელს, მთელი საქართველოს მასშტაბით, 20 უნივერსიტეტი და III-IV კურსის 170 სტუდენტი გააერთიანა. სტუდენტებმა, პროექტის სხვადასხვა ეტაპზე, ინდივიდუალურ და ჯგუფურ დავალებებზე იმუშავეს.  ფინალური ეტაპზე კი, ფინალისტებმა, ქალაქგარეთ, თიბისი კაპიტალის გუნდის წევრებისგან დაკომპლექტებული ჟიურის წინაშე, ჯგუფური პროექტები წარადგინეს.

 

„კემპი თიბისისთვის ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებს აერთიანებს, როგორებიცაა ახალი თაობა და განათლება. პროექტის მიზანია ახალგაზრდებმა რეალურ სამუშაო გარემოში მიიღონ საინვესტიციო, საბროკერო და კვლევითი მიმართულებით ცოდნა და გამოცდილება. გამარჯვებულები ფინანსისტების ახალი თაობაა, რომლებიც, დარწმუნებული ვარ, მომავალში კონკურენტუნარიანი კადრები იქნებიან. მოხარული ვართ, რომ მათი პირველი ნაბიჯებისა და წარმატების თანამონაწილეები და მხარდამჭერები სწორედ ჩვენ ვართ. აღსანიშნავია, რომ პროგრამის წინა სეზონების გამორჩეული მონაწილეები დღეს თიბისი კაპიტალის გუნდის წევრები არიან და საერთაშორისო ფინანსური ბაზრების, ფასიანი ქაღალდებისა და პუბლიკაციების მიმართულებით, წარმატებით მუშაობენ. ამ ნაკადის რამდენიმე მონაწილესთანაც უკვე ვაწარმოებთ მოლაპარაკებას“, - მერი ჩაჩანიძე, თიბისი კაპიტალის მმართველი დირექტორი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა