პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

მიუნხენის კონფერენციის თავმჯდომარე - კონფერენციიდან გამყვება ძლიერი ერთობა, რომელიც არ მიიღებს, რომ 21-ე საუკუნეში საზღვრები ძალადობრივად იცვლება

ნახვები: 403 მიუნხენის კონფერენციის თავმჯდომარე - კონფერენციიდან გამყვება ძლიერი ერთობა, რომელიც არ მიიღებს, რომ 21-ე საუკუნეში საზღვრები ძალადობრივად იცვლება

მიუხენის უსაფრთხოების კონფერენციიდან გამყვება ძლიერი ერთობა, რომელიც არ მიიღებს, რომ 21-ე საუკუნეში საზღვრები ძალადობრივად იცვლება, ერთობა, რომელიც არ იღებს ამ საშინელ ომს, – ამის შესახებ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარე კრისტოფ ჰოისგენმა შემაჯამებელი სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

მისივე თქმით, საჭიროა ტრანსატლანტიკური ერთობის გაძლიერება.

„სამი დამღლელი, საინტერესო, დისკუსიებით სავსე დღე გვქონდა, რომლის მოკლედ შეჯამება საკმაოდ რთულია. პირადად მე, რაც გამყვება ამ კონფერენციიდან, არის ტრანსატლანტიკურ სივრცეში და მის მიღმა ძლიერი ერთობა, ერთობა, რომელიც არ მიიღებს, რომ 21-ე საუკუნეში საზღვრები ძალადობრივად იცვლება, ერთობა, რომელიც არ იღებს ამ საშინელ ომს. ჩვენ გვჭირდება ამ ტრანსატლანტიკური ერთობის გაძლიერება. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც აზერბაიჯანის პრეზიდენტი, სომხეთისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრები შეხვდნენ ერთმანეთს. ისინი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის პლატფორმაზე შეხვდნენ. ვერ ვიტყოდი, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი გადაიჭრა, მაგრამ ისინი ფიზიკურად მაინც არ ჩხუბობდნენ. ისინი საუბრობდნენ და ვფიქრობ, იმედის ნაპერწკალია, რომ ეს გაგრძელდება“, – განაცხადა კრისტოფ ჰოისგენმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა