პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

ვიქტორ ყიფიანი - თუ მეკითხებით ბატონი ივანიშვილის კავშირებზე პუტინთან, რუსეთთან და კრემლთან, ჩავთვალოთ ეს შეკითხვა, როგორც იუმორისტული ჩანართი

ნახვები: 469 ვიქტორ ყიფიანი - თუ მეკითხებით ბატონი ივანიშვილის კავშირებზე პუტინთან, რუსეთთან და კრემლთან, ჩავთვალოთ ეს შეკითხვა, როგორც იუმორისტული ჩანართი

ანალიტიკურ ცენტრ „ჯეოქეისის“ თავმჯდომარის ვიქტორ ყიფიანის განცხადებით, ამერიკელი სენატორების ვიზიტი მოწმობს ქართულ - ამერიკული ურთიერთობების ძალიან საინტერესო ხარისხზე.

მისი თქმით, საინტერესო იყო აღნიშნული ურთიერთობების შესახებ აზრთა გაცვლა.

„ეს არის მაღალი რანგის ვიზიტი, რომელიც კიდევ ერთხელ მოწმობს ქართულ - ამერიკული ურთიერთობების ძალიან საინტერესო ხარისხზე და ჩვენ, როგორც ადამიანთა ჯგუფი, რომელთაც გარკვეული შეხება გვაქვს ამ საკითხებთან, მე პირადად წარმოვადგენ ერთ-ერთ ქართულ ანალიტიკურ ცენტრს, მიწვეული ვიყავით აშშ-ის საელჩოს მხრიდან. ჩვენთვის დიდი პატივი იყო და პირადი სიამოვნებაც, რომ გაგვეცვალა აზრი ჩვენს ურთიერთობებზე და მათთვის წარმატებული ვიზიტი გვესურვებინა“, - განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.

კითხვაზე, მაშინ, როდესაც არაერთი უცხოელი პარტნიორი მიანიშნებს ქვეყანაში ოლიგარქიული მმართველობა, ამასთან დაკავშირებით თუ ჰქონდათ საუბარი სენატორებთან, ყიფიანმა განაცხადა, რომ შეხვედრა იყო არაოფიციალური და ოფიციალური დღის წესრიგი ვერ ექნებოდათ.

„ეს იყო მიღების ფორმატში, აბსოლუტურად არაფორმალური შეხვედრა. ჩვენ უბრალოდ გავეცანით. ბუნებრივია, ოფიციალური დღის წესრიგი ვერ გვექნებოდა, არცერთი ჩვენგანი ასეთ ოფიციალურ პირს არ წარმოადგენს, ამიტომ დანარჩენი შეხვედრები სენატორებს ექნებათ საქართველოში და ალბათ, თქვენ უკვე საქართველოს ხელისუფლებას უნდა დაუსვათ ის კითხვები, რომელსაც მე მისვამთ“, - განაცხადა მან და დასძინა, რომ ამ თემებს „არ შეხებიან“.

„მოგეხსენებათ, ჩემი მანდატი ამ საქმეზე არის საქმის სამართლებრივი ასპექტები, ბუნებრივი არის დღევანდელ სტუმრებს, სენატორებს ასეთ საკითხებზე ჩემდამი ვერ და არ ექნებოდათ. ამიტომ ბუნებრივია ჩვენ ამ თემებს არ შევხებივართ“, - დასძინა მან.

რაც შეეხება კითხვას, ბიძინა ივანიშვილის სანქცირების თაობაზე და მის შესაძლო კავშირებზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან, ყიფიანის თქმით, ვსაუბრობთ, გვისაუბრია და გვითქვამს, რომ არანაირი საფუძველი არგუმენტირებული, იურიდიული ფაქტოლოგიით გამყარებული ჩვენ ჯერჯერობით არ გვიხილავს 

„დასანქცირებაზე ჩვენ ვსაუბრობთ ევროპარლამენტის რეზოლუციებთან მიმართებაში. ვსაუბრობთ, გვისაუბრია და გვითქვამს, რომ არანაირი საფუძველი არგუმენტირებული, იურიდიული ფაქტოლოგიით გამყარებული ჩვენ ჯერჯერობით არ გვიხილავს და არც ევროპარლამენტის რეზოლუციები ამის საფუძველს არ იძლევა. თუ თქვენ მეკითხებით ბატონი ივანიშვილის კავშირებზე პუტინთან, რუსეთთან და კრემლთან, ვფიქრობ, ჩავთვალოთ ეს შეკითხვა, როგორც იუმორისტული ჩანართი. მხოლოდ შეგიქებთ თქვენ იუმორის გრძნობას, ამ შემთხვევაში“, - დასძინა ყიფიანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა