დონალდ ტრამპი: რუსეთ-უკრაინისა და ირანთან ომების დასრულებასთან ახლოს ვართ – ორივე ომი ასე თუ ისე დასრულდება
პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia

რატომ არ შემოუშვეს რუსი ჟურნალისტი საზღვარზე - ქარტია ხელისუფლებისგან ახსნას ითხოვს

ნახვები: 518 რატომ არ შემოუშვეს რუსი ჟურნალისტი საზღვარზე - ქარტია ხელისუფლებისგან ახსნას ითხოვს

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გააკეთონ განმარტება რუსი ჟურნალისტის, ფილიპ ძაიდკო საზღვარზე არ შემოშვების თაობაზე.

ქარტიის განცხადებით, ხელისუფლებამ პატივი უნდა სცეს მედიის წარმომადგენლის უფლებებს შეასრულოს მისი პროფესიული მოვალეობა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთის ხელისუფლების მიერ დაწესებული რეგულაციების ფონზე რუსეთის რეჟიმის წინააღმდეგ მომუშავე ჟურნალისტებს საქართველოს დახმარება სჭირდებათ.

"ქარტიას მიაჩნია, რომ ჟურნალისტის შეზღუდვის ფაქტი შესაძლოა დისკრიმინაციული იყოს იმ ფონზე, როცა ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, საქართველოში შემოსვლაზე ჟურნალისტებს უარი უთხრეს.

2022 წლის 5 მარტს, საქართველოში არ შემოუშვეს რუსული დამოუკიდებელი არხის, „დოჟდის“ ჟურნალისტი მიხეილ ფიშმანი.

2021 წლის 18 ნოემბერს, უკრაინელი ჟურნალისტი და ბლოგერი ვლადიმირ ზოლკინი საქართველოში არ შემოუშვეს. 

2021 წლის 27 ოქტომბერს, უკრაინელი ჟურნალისტი, დიმიტრი გორდონი და მისი მეუღლე, რედაქტორი ალისია ბაცმანი საქართველოში არ შემოუშვეს. 

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ რუსეთის ხელისუფლების მიერ დაწესებული რეგულაციების ფონზე, ჟურნალისტების ნაწილი პერიოდულად ტოვებს რუსეთს, ამის ფონზე საქართველოს დახმარება სჭირდებათ პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ ღიად მომუშავე რუს ჟურნალისტებს", - ვკითხულობთ ქარტიის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რუსულმა ოპოზიციურმა მედია ДОЖДЬ-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოში არ შემოუშვეს პუტინის ხელისუფლების კრიტიკოსი მწერალი და ჟურნალისტი, ფილიპ ძაიდკო. ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს 18:00 საათზე "დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია აეროპორტში მივა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა