დონალდ ტრამპი: რუსეთ-უკრაინისა და ირანთან ომების დასრულებასთან ახლოს ვართ – ორივე ომი ასე თუ ისე დასრულდება
პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia

ჯო ბაიდენი - ამერიკა ნატო-ს ტერიტორიების თითოეულ სანტიმეტრს დაიცავს

ნახვები: 493 ჯო ბაიდენი - ამერიკა ნატო-ს ტერიტორიების თითოეულ სანტიმეტრს დაიცავს

ამერიკა ნატო-ს ტერიტორიების თითოეულ სანტიმეტრს დაიცავს, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა პოლონეთში, „ბუქარესტის ცხრიანის“ ლიდერებთან შეხვედრაზე განაცხადა.

„წლების წინ, როდესაც ნატო-ს ვაფართოვებდით, მე ამერიკის სენატში ვიყავი ერთ-ერთი, ვინც ყველაზე მეტად ემხრობოდა ნატო-ში ბევრი თქვენგანის გაწევრიანებას. როგორც ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგი, თქვენ ჩვენი კოლექტიური თავდაცვის მოწინავე ხაზზე ხართ და ყველაზე კარგად იცით, რა დევს სასწორზე ამ კონფლიქტში – არა მხოლოდ უკრაინა, არამედ თითქმის მთელი ევროპის თავისუფლება და დემოკრატია. მე არაერთხელ ვთქვი და გავიმეორებ, რომ ამერიკის ვალდებულებები ნატო-ს მიმართ უცვლელია, ალიანსის მეხუთე მუხლი არის წმინდა ვალდებულება. ჩვენ დავიცავთ ნატო-ს ტერიტორიების თითოეულ სანტიმეტრს“, – განაცხადა ბაიდენმა.

„ბუქარესტის ცხრიანის“ შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ბულგარეთის, ჩეხეთის, ესტონეთის, უნგრეთის, ლატვიის, ლიეტუვას, პოლონეთის, რუმინეთისა და სლოვაკეთის პირველი პირები.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა