მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ძმები ფეიქრიშვილების წერილები არ მოეწონა და მათზე ძალადობა შეუკვეთა – ეს მხოლოდ დასაწყისია
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება

ზელენსკი - უკრაინამ მსოფლიო გააკვირვა, შთააგონა და გააერთიანა

ნახვები: 493 ზელენსკი - უკრაინამ მსოფლიო გააკვირვა, შთააგონა და გააერთიანა

ფართომასშტაბიანი ომის წლისთავზე მთავარი შედეგია - ჩვენ გავუძელით, მარცხი არ განვიცადეთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა წელს გამარჯვება მოვიპოვოთ! - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, ცხრა წლის წინ მეზობელი აგრესორი გახდა, ხოლო ერთი წლის წინ აგრესორი ჯალათი, მაროდიორი და ტერორისტი გახდა.

„ეჭვი არ გვეპარება, რომ ისინი პასუხს აგებენ. ეჭვი არ გვეპარება იმაში, რომ გამარჯვება გველის”, - განაცხადა ზელენსკიმ.

მან 2022 წლის 24 თებერვალი აღწერა, როგორც “ყველაზე გრძელი დღე ჩვენს ცხოვრებაში” და „ყველაზე რთული დღე ჩვენს უახლეს ისტორიაში”.

„მაშინ ადრე გავიღვიძეთ და აქედან მოყოლებული არ ვიძინებთ”, - განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმით, უკრაინამ მსოფლიო გააკვირვა, შთააგონა და გააერთიანა.

„ამის დასტურად ათასი სიტყვის თქმა შეიძლება, მაგრამ რამდენიმეა საკმარისი. Himars, Patriot, Abrams, IRIS-T, Challenger, NASAMS, Leopard”, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მან მადლობა გადაუხადა მოკავშირეებს და საერთაშორისო პარტნიორებს და აღნიშნა, რომ პუტინის საწინააღმდეგო კოალიცია იმდენად გაიზარდა, რომ ცალკე მიმართვას საჭიროებს, რომელსაც იგი უახლოეს პერიოდში გააკეთებს.

„ეს იყო სიმყარის წელი. სოლიდარობის წელი. სიმამაცის წელი. ტკივილის წელი. იმედის წელი. გამძლეობის წელი. ერთიანობის წელი. ურყეობის წელი. ურყეობის გაცხარებული წელი”, - განაცხადა ზელენსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა