ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა და დაუბრუნდით დემოკრატიის გზას
ივანე ჩხაიძე: გრიპის საწინააღმდეგო აცრისთვის საუკეთესო პერიოდი ოქტომბრის მეორე ნახევრიდან ნოემბრის შუა რიცხვებამდეა – ვის უნდა გადაუვადდეს ვაქცინაცია
დონალდ ტრამპი: რუსეთ-უკრაინისა და ირანთან ომების დასრულებასთან ახლოს ვართ – ორივე ომი ასე თუ ისე დასრულდება
პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც

უკრაინაში ფართომასშტაბური ომის დაწყების წლისთავზე აშშ-მა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაამკაცრა, სანქციები დაუწესდა 60-ზე მეტ ფიზიკურ და იურიდიულ პირს

ნახვები: 496 უკრაინაში ფართომასშტაბური ომის დაწყების წლისთავზე აშშ-მა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაამკაცრა, სანქციები დაუწესდა 60-ზე მეტ ფიზიკურ და იურიდიულ პირს

უკრაინაში ფართომასშტაბური ომის დაწყების წლისთავზე აშშ-მა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გაამკაცრა. სახელმწიფო დეპარტამენტის დღევანდელი გადაწყვეტილებით, სანქციები დაუწესდა 60-ზე მეტ ფიზიკურ და იურიდიულ პირს, რომლებიც დაკავშირებული არიან უკრაინის წინააღმდეგ, აგრესიის პოლიტიკასთან და უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების არალეგიტიმურ ადმინისტრაციებთან.

„შავ სიაში“ მოხვდნენ რუსეთის მთავრობის წევრები, რეგიონული გუბერნატორები და მაღალჩინოსნები, ასევე რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მომუშავე ექვსი ფიზიკური და იურიდიული პირი, რომლებსაც კავშირი აქვს რუსეთის რეჟიმთან და უკრაინული მარცვლეულის მოპარვასთან. კერძოდ, „შავ სიაში“ შეიყვანეს ბუნებრივი რესურსებისა და ეკოლოგიის მინისტრი, კულტურის და სპორტის მინისტრები, ენერგეტიკის მინისტრის, საგანგებო სიტუაციების მინისტრი, ციფრული განვითარების, კომუნიკაციებისა და მასმედიის მინისტრი, ვიცე-პრმიერი ტატიანა გოლიკოვა და მთავრობის სხვა წევრები; ასევე რუსი ჟურნალისტი ოლგა სკაბეევა.

შეზღუდვები შეეხო სამ კომპანიას, რომლებიც ჩართული არიან რუსეთის ენრგორესურსების წარმოებასა და ექსპორტში. სანქციები დაუწესდა ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე ოთხ პირსა და 22 კომპანიას, რომლებიც რუსეთის დაზვერვას მონაცემების შესაგროვებლად ტექნიკურ და პროგრამულ უზრუნველყოფაში ეხმარებოდნენ.

ამას გარდა, სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, სანქციები შეეხო სამ კომპანიას, რომელთა საქმიანობა რუსეთის ბირთვული შეარაღების შემუშავებასა და ექსპლუატაციას ეხება. აღნიშნული კომპანიები „როსატომის“ დაქვემდებარებაში მუშაობენ. სანქციები დაუწესდა უკრაინის ზაპოროჟიეს ბირთვულ ელექტროსადგურის უკანონო მართვაში ჩართულ პირებს.

სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ასევე გამოაცხადა რუსეთიდან საქონლის ექსპორტზე ტარიფების გაზრდის შესახებ. 70 პროცენტამდე გაიზარდა ტარიფები ლითონზე.

დღევანდელი გადაწყვეტილებით, ვაჭრობის დეპარტამენტმა დამატებითი საექსპორტო შეზღუდვები დაუწესდა რუსეთს, ბელარუსსა და ირანს, ასევე ამ სამ ქვეყანაში რეგისტრირებულ კომპანიებს.

სახელმწიფო დეპარტამენტმა სავიზო შეზღუდვები დაუწესა რუსეთის შეიარაღებული ძალების 1219 წარმომადგენელს, მათ შორის ოფიცრებს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისთვის.

სამ რუს სამხედრო მაღალჩინოსანს, არტიომ გოროდილოვს, ალექსეი ბულგაკოვს და ალექსანდრ ვასილიევს პასუხისმგებლობა ეკისრებათ უკრაინაში ადამიანის უფლებების დარღვევებზე, შესაბამისად, მათ და მათი ოჯახის წევრებს აშშ-ში შესვლა ეკრძალებათ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა