თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ჯო ბაიდენი „შავი ისტორიის თვის“ ღონისძიებაზე - მე შეიძლება, თეთრი ბიჭი ვარ, მაგრამ სულელი არ ვარ

ნახვები: 500 ჯო ბაიდენი „შავი ისტორიის თვის“ ღონისძიებაზე - მე შეიძლება, თეთრი ბიჭი ვარ, მაგრამ სულელი არ ვარ

მე შეიძლება, თეთრი ბიჭი ვარ, მაგრამ სულელი არ ვარ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, „შავი ისტორიის თვის“ ღონისძიებაზე განაცხადა, რომელიც თეთრ სახლში გაიმართა.

„ვაშინგტონ თაიმსის“ ინფორმაციით, „ისტორიული შავი კოლეჯებისა და უნივერსიტეტების საძმოების შესახებ“ ბაიდენის განცხადებამ უხერხული მომენტი შექმნა. თეთრ სახლში შავკანიანი ამერიკელების მემკვიდრეობის აღსანიშნავად გამართულ მიღებაზე, ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ ღონისძიებას „ღვთაებრივი ცხრის“ პრეზიდენტები ესწრებოდნენ. „ღვთაებრივი ცხრა“ არის ცხრა „შავი საძმო“ და ქალთა საზოგადოება, რომლებიც 1906 და 1963 წლებში დაარსდა.

„ჩვენთვის პატივია, რომ აქ ყველა პრეზიდენტი გვყავს. სხვათა შორის, შეიძლება, თეთრი ბიჭი ვარ, მაგრამ სულელი არ ვარ. მე ვიცი, სად არის ძალა. თქვენ გგონიათ, ვხუმრობ, მაგრამ დიდი ხნის წინ გავიგე „ღვთაებრივი ცხრას“ ძალის შესახებ“, – თქვა ჯო ბაიდენმა.

„ვაშინგტონ თაიმსის“ ინფორმაციით, შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მისი ადმინისტრაცია ისტორიაში პირველია, რომელიც მასპინძლობს „ღვთაებრივი ცხრის“ ცხრავე პრეზიდენტს ერთ ღონისძიებაზე და დასძინა, რომ მან შექმნა მუდმივი ოფისი „ღვთაებრივი ცხრისთვის“ თეთრ სახლში.

როგორც „ვაშინგტონ თაიმის“ წერს, შემდეგ ბატონმა ბაიდენმა ხაზი გაუსვა თავის ძალისხმევას შავკანიანი ამერიკელების ცხოვრების გასაუმჯობესებლად და შავკანიანი ამერიკელებისთვის უმუშევრობის თითქმის რეკორდულ დაბალ მაჩვენებელზე ისაუბრა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა