საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური - ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, დაიცვას ერთგულება დემოკრატიისადმი და შეახსენებს მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტის უფლებას

ნახვები: 499 ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური - ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, დაიცვას ერთგულება დემოკრატიისადმი და შეახსენებს მოქალაქეების მშვიდობიანი პროტესტის უფლებას

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური უცხოურო „გავლენის გამჭვირვალობის“ კანონის მიღებასთან დაკავშირებით ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განცხადებას ავრცელებს.

„სამშაბათს საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ახალი კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. ეს არის ძალიან ცუდი განვითარება საქართველოსთვის და მისი ხალხისთვის. კანონი მისი ამჟამინდელი ფორმით ქმნის სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის ორგანიზაციებისთვის შემაკავებელი ეფექტის რისკს ნეგატიური შედეგებით, მრავალი ქართველისთვის, რომელიც სარგებელს იღებს მათი მუშაობიდან. ეს კანონი შეუსაბამოა ევროკავშირის ღირებულებებთან და სტანდარტებთან. ის ეწინააღმდეგება ევროკავშირში გაწევრიანების საქართველოს გაცხადებულ მიზანს, რომელსაც მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა. მის საბოლოოდ მიღებას, შესაძლოა, სერიოზული შედეგები ჰქონდეს ჩვენი ურთიერთობებისთვის. ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, დაიცვას თავისი ერთგულება დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობის მიმართ და ახსენებს ადამიანების მშვიდობიანი პროტესტის უფლებას“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა