ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა და დაუბრუნდით დემოკრატიის გზას
ივანე ჩხაიძე: გრიპის საწინააღმდეგო აცრისთვის საუკეთესო პერიოდი ოქტომბრის მეორე ნახევრიდან ნოემბრის შუა რიცხვებამდეა – ვის უნდა გადაუვადდეს ვაქცინაცია
დონალდ ტრამპი: რუსეთ-უკრაინისა და ირანთან ომების დასრულებასთან ახლოს ვართ – ორივე ომი ასე თუ ისე დასრულდება
პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც

ნედ პრაისი - მივესალმებით კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილებას, მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, ოფიციალურად უკან გაიწვიოს კანონი, რადგან ის არ შეესაბამება ქართულ და ევროატლანტიკურ ღირებულებას

ნახვები: 463 ნედ პრაისი - მივესალმებით კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილებას, მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, ოფიციალურად უკან გაიწვიოს კანონი, რადგან ის არ შეესაბამება ქართულ და ევროატლანტიკურ ღირებულებას

მივესალმებით კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილებას, მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, ოფიციალურად უკან გაიწვიოს ეს კანონი, რადგან ის არ შეესაბამება ქართულ და ევროატლანტიკურ ღირებულებას, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპატამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა.

„ძალიან ნათელია, რომ ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ გარკვევით თქვა, რომ ერთადერთი არჩევანი საქართველოსთვის არის უსაფრთხო და აყვავებული ევროპული მომავალი.

მივესალმებით კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილებას. მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, ოფიციალურად უკან გაიწვიოს ეს კანონი, რადგან ის არ შეესაბამება ქართულ და ევროატლანტიკურ ღირებულებას და ფუნდამენტური თავისუფლების დაცვას. მოვუწოდებთ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, ერთად იმუშაონ რეფორმებზე, რომლებიც საჭიროა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, რაც ქართველ ხალხს ერთსულოვნად სურს.

არა მხოლოდ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, არამედ რამდენიმე ათეული წელია, ქართველი ხალხი ძალიან მკაფიოა მათ გამოხატვაში, რომ მათ სურთ საქართველო, რომელიც არის დემოკრატიული, აყვავებული და ინტეგრირებულია ევროატლანტიკურ რეგიონთან. მათ ეს კიდევ ერთხელ გააკეთეს. ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს ამ მისწრაფებების პარტნიორობას“, – განაცხადა ნედ პრაისმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა