მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ძმები ფეიქრიშვილების წერილები არ მოეწონა და მათზე ძალადობა შეუკვეთა – ეს მხოლოდ დასაწყისია
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება

შალვა პაპუაშვილი - ის ხალხი, ვინც ყველაფერი გააკეთა, რომ კანდიდატის სტატუსი არ მიგვეღო, ახლა გამოცოცხლდნენ და აქციას ნიშნავენ 12 პუნქტთან დაკავშირებით, ეს, გარკვეულწილად, ცინიზმია

ნახვები: 467 შალვა პაპუაშვილი - ის ხალხი, ვინც ყველაფერი გააკეთა, რომ კანდიდატის სტატუსი არ მიგვეღო, ახლა გამოცოცხლდნენ და აქციას ნიშნავენ 12 პუნქტთან დაკავშირებით, ეს, გარკვეულწილად, ცინიზმია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „ლელოს“ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და სტრატეგია აღმაშენებელს“ ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად არაფერი გაუკეთებიათ და ახლა 12 პუნქტთან დაკავშირებით აქციას ნიშნავენ.

პაპუაშვილის თქმით, გარკვეულწილად, ეს არის მათი მხრიდან ცინიზმი.

„გუშინ აქ მარკერებით რომ დადიოდა ზოგიერთი დეპუტატი, თითი თითზე არ დუდიათ, რათა რომელიმე რეკომენდაცია შესრულებულიყო. ყველას შევახსენებ, რომ „ლელო“ „ნაციონალური მოძრაობა“, სტრატეგია აღმაშენებელი“ არცერთ ცვლილებას არ უჭერდნენ მხარს, საერთოდ, სამუშაო ჯგუფებში არ მონაწილეობდნენ, არ მონაწილეობდნენ კომიტეტის სხდომებში, კენჭისყრებში. ყველაფერს აფუჭებდნენ, თუ რამე შეეძლოთ, რომ გაეფუჭებინათ. დადიოდნენ, ატალახებდნენ სხვადასხვა ოფისს, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი არ მიეცათ, ახლა გამოცოცხლდნენ და მიტინგს თუ აქციას ნიშნავენ 12 პუნქტთან დაკავშირებით. ეს ალბათ, გარკვეულწილად, ცინიზმია. ის ხალხი, ვინც ყველაფერი გააკეთა, რომ თავს დროზე, ივნისში დამსახურებული კანდიდატის სტატუსი არ მიგვეღო – და იცით, რომ ევროკომისიის იანვრის შეფასებამ, რომელმაც სამივე ქვეყნის საბოლოო შეფასება გამოაქვეყნა, დაადასტურა, რომ საქართველო იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს და რომ უსამართლოდ არ მიენიჭა საქართველოს კანდიდატუის სტატუსი – ამ ხალხმა ყველაფერი გააკეთა ამისთვის მაშინ და რეკომენდაციების გადმოცემის შემდეგაც ყველაფერს აკეთებს, რათა ჩაიშალოს პუნქტების შესრულება. მიუხედავად ამისა, ნახეთ, რომ საქართველოს პარლამენტი რეკომენდაციების შესრულების საქმეში თითქმის ბოლოშია გასული. ჩვენ მომავალ კვირას მივიღებთ ადამიანის უფლებათა სტრატეგიას და ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კონცეფციას. ამით მე-8 და მე-9 საკითხები დიდწილად უკვე შესრულდება. დარჩება ორი ძირითადი საკითხი – სასამართლო რეფორმის და დეოლიგაქრიზაციის. ჩვენ ახლა უკვე ვენეციის კომისიის რეკომენდაციებზე დაყრდნობით, ასევე, ეუთო/ოდირის რეკომენდაციებზე დაყრდნობით, რომელიც მომავალ კვირას გვექნება, ამ საკითხსაც ბოლომდე მივიყვანთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის გამარტებით, არსებობს ორი საკითხი, რომელიც რთულია, ოპოზიციის გარეშე გადაწყდეს.

„ერთია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევა. იმედია, ის გამოცდილება, რომელიც შევიძინეთ ომბუდსმენის არჩევის პროცესში, აქაც პარტიებს განაწყობს კონსტრუქციული თანამშომლობისკენ. მეორეა ე.წ. დეპოლარიზაცია, რომელიც სინამდვილეში არ არის პრობლემა, პრობლემა არის რადიკალიზაცია, რომელსაც ჩვენ ეს დღეები ვაკვირდებოდით. სიმართლე გითხრათ, აქ უკვე ამოწურული მაქვს ყოველგვარი იმედი, რომ ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც რადიკალიზაციით არის დაკავებული, რამენაირად გაიაზრებს ამ პასუხისმგებლობას და რაიმეს გააკეთებს, რათა ეს რეკომენდაცია შესრულდეს“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა