მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ძმები ფეიქრიშვილების წერილები არ მოეწონა და მათზე ძალადობა შეუკვეთა – ეს მხოლოდ დასაწყისია
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება

ქეთევან დედოფლისა და მოსკოვის გამზირებზე დაგეგმილი სამუშაოების გამო, გადაადგილება პერიოდულად შეფერხდება

ნახვები: 500 ქეთევან დედოფლისა და მოსკოვის გამზირებზე დაგეგმილი სამუშაოების გამო, გადაადგილება პერიოდულად შეფერხდება

ქეთევან დედოფლისა და მოსკოვის გამზირებზე დაგეგმილი სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, რომელიც მიზნად ისახავს უსაფრთხოების კუნძულებისა და ტროტუარების მოწესრიგებას, 18 მარტის 00:00 საათიდან ავტომობილების გადაადგილება პერიოდულად შეფერხდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

დედაქალაქის მერიის ცნობით, ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება ქეთევან დედოფლის გამზირისა და ნავთლუღის ქუჩის, მოსკოვის გამზირისა და მეველეს ქუჩის, მოსკოვის გამზირისა და სამგორის ქუჩის, მოსკოვის გამზირისა და ჯავახეთის ქუჩის კვეთებსა და მოსკოვის გამზირის N2-ის მიმდებარედ.

სამუშაოები, რომელიც მოძრაობის შეფერხებას ან გზის შევიწროებას გამოიწვევს, ძირითადად იწარმოებს ღამის საათებში, ხოლო დღის განმავლობაში, ინტენსიური მოძრაობისას, აღნიშნული შეზღუდვა მოიხსნება და სამუშაოები განხორციელდება მოძრაობის მცირედი შეფერხებით.

სამუშაოების პერიოდში საზოგადოებრივი ტრანსპორტი იმოძრავებს უცვლელად, არსებული საგზაო-სატრანსპორტო სქემის შესაბამისად.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა