მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ძმები ფეიქრიშვილების წერილები არ მოეწონა და მათზე ძალადობა შეუკვეთა – ეს მხოლოდ დასაწყისია
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება

ირაკლი ღარიბაშვილი - მსოფლიო დგას მესამე მსოფლიო ომის საფრთხის წინაშე, ამ პირობებში, მთავრობის მეთაურის მთავარი საზრუნავი და ხალხის დაკვეთაა მშვიდობის შენარჩუნება

ნახვები: 509 ირაკლი ღარიბაშვილი - მსოფლიო დგას მესამე მსოფლიო ომის საფრთხის წინაშე, ამ პირობებში, მთავრობის მეთაურის მთავარი საზრუნავი და ხალხის დაკვეთაა მშვიდობის შენარჩუნება

დღეს მსოფლიო დგას მესამე მსოფლიო ომის საფრთხის წინაშე. ამ პირობებში, მთავრობის მეთაურის მთავარი საზრუნავი და ხალხის დაკვეთაა მშვიდობის შენარჩუნება, ქვეყნის გადარჩენა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მედიის წარმომადგენლებს განუცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილს კითხვა დაუსვეს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერის გაცემის თაობაზე.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, ამ საკითხთან დაკავშირებით მმართველი გუნდის წევრებმა განცხადებები გააკეთეს.

„ამის თაობაზე გუნდის წევრებმა გააკეთეს განმარტება და განცხადებები. მინდა, გითხრათ მთავარი – დღეს მსოფლიო, მთელო სამყარო დგას მესამე მსოფლიო ომის საფრთხის წინაშე. ეს შეფასება არ არის გადაჭარბებული, ეს არ არის სპეკულაცია. დღითიდღე ჩვენ ვუყურებთ მეტ კონფრონტაციას, დაძაბულობას და მეტ ესკალაციას. ამ პირობებში, ჩემი, როგორც მთავრობის მეთაურის, მთავარი საზრუნავი და ჩვენი ხალხის დაკვეთა არის მშვიდობის, სტაბილურობის შენარჩუნება და ჩვენი ქვეყნის გადარჩენა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა