მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ძმები ფეიქრიშვილების წერილები არ მოეწონა და მათზე ძალადობა შეუკვეთა – ეს მხოლოდ დასაწყისია
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება

გიული ალასანია - რის საფუძველზე აპირებენ მიშას ციხეში დაბრუნებას, არ ვიცი

ნახვები: 514 გიული ალასანია - რის საფუძველზე აპირებენ მიშას ციხეში დაბრუნებას, არ ვიცი

მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია, რის საფუძველზე შეიძლება, დააბრუნონ სააკაშვილი ციხეში.

როგორც ალასანია აცხადებს, გამორიცხული არაფერია.

„მაშინვე გამიჩნდა აზრი, რომ აპირებენ ციხეში დაბრუნებას, არ ვიცი, რის საფუძველზე. ყოველ შემთხვევაში, ამ ადამიანის ჯანმრთელობა არ იძლევა ამის შესაძლებლობას. ყველაფერი შეიძლება, მოხდეს. ფაქტია უცხოელი ექიმები არ შემოუშვეს. ესენი მთლიანად ემორჩილებიან პენიტენციურ სისტემას, ისინი სუს-ს და ასე შემდეგ. ძალიან ვერტიკალურია, იერარქიულია ჩვენი საზოგადოება დღეს. სამწუხაროდ, საქართველოში დემოკრატია არ არის. ვერ იმუშავა ჯერჯერობით ჩვენთან დემოკრატიამ“, – განაცხადა ალასანიამ.

კითხვაზე დაჩქარდება თუ არა ევროსასამართლოში სარჩელი, ალასანია პასუხობს: „არა თუ დააჩქაროს, არამედ ეს მთლიანად არის ჩვენზე. ვფიქრობ, ძალიან სწრაფად, გადაუდებლად. ჩვენ უკვე დიდი ხანია, ამისთვის მზად ვართ“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა