თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ეკატერინე ტიკარაძე - ეპიდვითარების სტაბილიზაცია აქტიურად შეიმჩნევა, იმატებს გამოჯანმრთელებულების რიცხვიც, რაც ძალიან გვახარებს

ნახვები: 427 ეკატერინე ტიკარაძე - ეპიდვითარების სტაბილიზაცია აქტიურად შეიმჩნევა, იმატებს გამოჯანმრთელებულების რიცხვიც, რაც ძალიან გვახარებს

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ვირუსის გავრცელების კუთხით ქვეყანაში მცირედი სტაბილიზაცია შეინიშნება.

მისივე თქმით, მიუხედავად ამისა, იმატებს გარდაცვალების მაჩვენებელი, თუმცა, როგორც ტიკარაძე ამბობს, ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან გარდაცვალების პიკი 2-3 კვირით ჩამორჩება ახალი შემთხვევების პიკს.

„გვიხარია ყველას, რომ სტაბილიზაცია ნამდვილად შეიმჩნევა, დღეის მდგომარეობით გვყავს 3 034 ინფიცირებული, აქტიური შემთხვევა ჯერ კიდევ მაღალია, მაგრამ დამეთანხმებით, რომ 22 000-ს აქტიურ შემთხვევასთან შედარებით, 45 782 შემთხვევა უკვე არის მნიშვნელოვანი კლება, რაც ბოლო სამი კვირის განმავლობაში აქტიურად შეიმჩნევა. ასევე გამოჯანმრთელებულების რიცხვი, რომელიც პროპორციულად იმატებს, ძალიან გვახარებს. ლეტალობის მაჩვენებლები კი ჯერჯერობით იმატებს და ვიცით, რომ ამ ინფექციისთვის ეს დამახასიათებელია, ვინაიდან ლეტალობის მაჩვენებლის მატება 2-3 კვირის დინამიკაში მიჰყვება აქტიურ შემთხვევებს. სწორედ 2-3- კვირის დაგვიანებით ჩვენ გვექნება ლეტალობის მაჩვენებლის ყველაზე მაღალი რიცხვი. დღეს გვყავს 86 დაღუპული, მინდა, მწუხარება გამოვხატო და მივუსამძიმრო მათ ოჯახებს. ეს რა თქმა უნდა, თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის და იმ ექიმებისთვის, რომლებიც ამ ადამიანების სიცოცხლისთვის იბრძოდნენ, ძალიან ტრაგიკული ფაქტია", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ამასთან, ტიკარაძე ამბობს, რომ გარდაცვალების შემთხვევების მატების მიუხედავად, ლეტალობის პროცენტული მაჩვენებელი ძალიან მაღალი არ არის.

მისივე თქმით, საჭიროების შემთხვევაში გააძლიერებენ კლინიკური მართვის ჯგუფის ჩართულობასაც, რათა მძიმე პაციენტების მართვა უკეთ მოხდეს და კორონავირუსით გარდაცვალების მაჩვენებელი გაუმჯობესდეს.

„უნდა გავაძლიეროთ კლინიკური მართვის ჯგუფის ჩართულობა, საჭიროების შემთხვევაში, თუ ამას კლინიცისტები ჩათვლიან აუცილებლად, უნდა გადავხედოთ კრიტიკული პაციენტების მკურნალობის არსებულ პროტოკოლს. თუმცა რეანიმატოლოგების სასარგებლოდ აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ლეტალობის მაჩვენებელი მსოფლიოში არის ორი პროცენტი, ხოლო ჩვენ სტაბილურად ვინარჩუნებთ 1,36-1,32 პროცენტს, რაც ჩვენი ექიმების პროფესიონალიზმის დამსახურებაა. აუცილებლად ყველამ უნდა ვეცადოთ, რომ ეს მაჩვენებელი როგორმე შევინარჩუნოთ და გავაუმჯობესოთ", - აღნიშნა ტიკარაძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა