დონალდ ტრამპი: რუსეთ-უკრაინისა და ირანთან ომების დასრულებასთან ახლოს ვართ – ორივე ომი ასე თუ ისე დასრულდება
პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia

„ლელო“ - მამუკა ხაზარაძე და გია ხარჩილავა ტურინში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან, სადაც საფეხბურთო კლუბ „იუვენტუსთან“ კონტრაქტი გააფორმეს

ნახვები: 647 „ლელო“ - მამუკა ხაზარაძე და გია ხარჩილავა ტურინში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან, სადაც საფეხბურთო კლუბ „იუვენტუსთან“ კონტრაქტი გააფორმეს

წალენჯიხაში იუვენტუსის აკადემიის გახსნის კონტრაქტს ხელი მოეწერა, – ამის შესახებ ინფორმციას პარტია „ლელო“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, იტალიაში, ქალაქ ტურინში საფეხბურთო კლუბ ტურინის იუვენტუსის სათაო ოფისში, კონტრაქტს ხელი მოაწერა „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ.

„ახლახანს დავამთავრეთ ხელმოწერის ცერემონია მსოფლიო და ევროპის წამყვან საფეხბურთო კლუბთან, „იუვენტუსთან“ და ამით ოფიციალურად გაფორმდა კონტრაქტი. წალენჯიხაში უკვე დაიწყო „იუვენტუსის“ ბავშვთა აკადემიის ფუნქციონირება. უახლოეს ხანში დავამთავრებთ სტადიონისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქციას. რაც ყველაზე სასიხარულოა, წალენჯიხელ და არამარტო წალენჯიხელ ბავშვებს მიეცემათ საშუალება, ძალიან დიდ ფეხბურთს ეზიარონ, იმოგზაურონ, შეხვდნენ თავიანთ თანატოლებს. ანალოგიური აკადემია „იუვენტუსს“ აქვს მსოფლიოს 90 ქალაქში და სწორედ ამ ჩემპიონატებში მიიღებენ მონაწილეობას ქართველი ბავშვები. ჩვენი, „იუვენტუსის“ მეგობრები და მწვრთნელები სისტემატურად იქნებიან ჩართული მათ აღზრდაში. მინდა, წარმატება ვუსურვო ყველას, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც გულშემატკივრობდა ამ პროექტს. წარმატება წალენჯიხას, წარმატება საქართველოს“, – ამბობს მამუკა ხაზარაძე.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ტურინში ასევე იმყოფებიან წალენჯიხის მერი გია ხარჩილავა და წალენჯიხის მერის მოადგილე თამარ ბელქანია.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა