მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ძმები ფეიქრიშვილების წერილები არ მოეწონა და მათზე ძალადობა შეუკვეთა – ეს მხოლოდ დასაწყისია
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება

Tbilisi Open Air 23, 24 და 25 ივნისს „თიბისის“ მხარდაჭერით ჩატარდება

ნახვები: 766 Tbilisi Open Air 23, 24 და 25 ივნისს „თიბისის“ მხარდაჭერით ჩატარდება

Tbilisi Open Air 23, 24 და 25 ივნისს „თიბისის” მხარდაჭერით ჩატარდება. „თიბისი ბანკის“ ცნობით, Tbilisi Open Air 2023-ის არტისტებს შორის იქნებიან Tom Odell, Kaleo, Moderat, Rejjie Snow, Imany, Ben Klock, Liquid Soul. მთავარ სცენაზე, უცხოელ მუსიკოსებთან ერთად, ჰედლაინერი ქართველი ბენდები იქნებიან Bedford Falls, Circus Mircus, Skazz და სხვები, რომლებიც ლისზე 3 დღის განმავლობაში 4 საფესტივალო სცენას დაიკავებენ.

„თიბისი“ არაერთი წელია Tbilisi Open Air-ის მთავარი პარტნიორია და ფესტივალთან ერთად საუკეთესო მუსიკალურ გამოცდილებას უქმნის მსმენელს. „თიბისი“ ახალი თაობის აქტიური მხარდამჭერია, რასაც, სხვა ინიციატივებთან ერთად, ახალგაზრდა არტისტებისა და საქართველოში მუსიკალური კულტურის განვითარების მნიშვნელოვანი მხარდაჭერით გამოხატავს. ფესტივალთან 14 -წლიანი მეგობრობაც ამ მხარდაჭერის ნაწილია“,-ნათქვამია „თიბისის“ განცხადებაში.

ცნობისთვის, ფესტივალი 2009 წელს Altervision Group-ის ინიციატივით დაარსდა და მას შემდეგ კავკასიის რეგიონში ყველაზე მასშტაბური მუსიკალური ღონისძიებაა. ამ პერიოდის განმავლობაში, Tbilisi Open Air-მა 1000- მდე მუსიკოსს უმასპინძლა. მათ შორის იყვნენ მსოფლიო დონის ისეთი არტისტები და ჯგუფები როგორებიცაა: Deep Purple, Placebo, DDT, Archive, Tricky, UNKLE, Sevdaliza, Roman Flugel.

„თიბისის“ ნებისმიერი ბარათის მფლობელებს ფესტივალის აბონემენტის შეძენა 20%-იანი ფასდაკლებით შეეძლებათ“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია ბმულზე- http://www.tkt.ge/openair

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა