თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

საქართველოს პრეზიდენტი და ლიეტუვის პირველი ლედი ვილნიუსში უკრაინულ ცენტრში იმყოფებოდნენ

ნახვები: 601 საქართველოს პრეზიდენტი და ლიეტუვის პირველი ლედი ვილნიუსში უკრაინულ ცენტრში იმყოფებოდნენ

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და ლიეტუვის პირველი ლედი დიანა ნაუსედიენი ვილნიუსში უკრაინულ ცენტრს ეწვივნენ, რომლის მიზანიც ომის დროს უკრაინიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა რეაბილიტაციაა.

ცენტრი 2022 წლის ივნისში ლიეტუვისა და უკრაინის პირველი ლედების ინიციატივით დაარსდა და მისი მიზანია ასევე უკრაინელებისათვის ღია და საგანმანათლებლო სივრცის შექმნა, ფსიქოლოგიური და სამედიცინო სერვისების მიწოდება, ბავშვებისთვის სხვადასხვა ღონისძიებების დაგეგმვა, სხვადასხვა ენის სწავლება და ლიეტუვაში უკრაინული კულტურული მემკვიდრეობის განვითარება.

ლიეტუვის პირველმა ლედიმ საქართველოს პრეზიდენტს ცენტრის მუშაობის სპეციფიკა გააცნო და აღნიშნა,  რომ ცენტრი, რომელიც თანამშრომლობის  ხიდების აშენებას ცდილობს, მუდმივად გრძნობს საერთაშორისო მხარდაჭერას და საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტიც ამის დადასტურებაა.

მან მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს საჩუქრებისათვის, საქართველოს ელჩს კი – ცენტრის სხვადასხვა ღონისძიებაში მონაწილეობისა და მხარდაჭერისთვის.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ქართველი ხალხი სრულიად სოლიდარულია უკრაინისა და უკარაინელი ხალხის მიმართ, რაც ძალიან თვალსაჩინოა, თუნდაც თბილისის ქუჩებში.

საქართველოს პრეზიდენტმა უკრაინელ ბავშვებს საქართველოდან ჩატანილი საჩუქრები, საბავშვო წიგნები და ქართული ტრადიციული ტკბილეული გადასცა

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა