მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ძმები ფეიქრიშვილების წერილები არ მოეწონა და მათზე ძალადობა შეუკვეთა – ეს მხოლოდ დასაწყისია
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება

გიგა ბოკერია მოსამართლეების სანქცირებაზე - უპრეცედენტო რამე მოხდა - ეს ადასტურებს იმას, თუ რა მასშტაბებს მიაღწია პოლიტიკურმა კორუფციამ ივანიშვილის რეჟიმის პირობებში

ნახვები: 596 გიგა ბოკერია მოსამართლეების სანქცირებაზე - უპრეცედენტო რამე მოხდა - ეს ადასტურებს იმას, თუ რა მასშტაბებს მიაღწია პოლიტიკურმა კორუფციამ ივანიშვილის რეჟიმის პირობებში

„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია აცხადებს, რომ აშშ-ის მხრიდან ოთხი ქართველი მოსამართლის დასანქცირებით უპრეცედენტო რამ მოხდა.

როგორც ბოკერია აღნიშნავს, ეს ადასტურებს იმას, თუ რა მასშტაბებს მიაღწია პოლიტიკურმა კორუფციამ ივანიშვილის რეჟიმის პირობებში.

"უპრეცედენტო რამე მოხდა, ივანიშვილის რეჟიმი თავისი ანტიდასავლური, ანტიქართული პოლიტიკით ნაბიჯ-ნაბიჯ მივიდა იქამდე, რომ დღეს მისი მსახური სასამართლოს უმაღლესი თანამდებობის პირები არიან სანქცირებული შეერთებული შტატების მხრიდან, ქართველი ხალხის მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, თავისუფალი სამყაროს ლიდერის, ყველაზე ძლიერი დემოკრატიის, შეერთებული შტატების მხრიდან.

ეს ადასტურებს იმას, რაც ქართულმა საზოგადოებამ ისედაც იცის, თუ რა მასშტაბებს მიაღწია პოლიტიკურმა კორუფციამ ივანიშვილის რეჟიმის პირობებში და ამასთან ერთად, ეს კიდევ ერთხელ გვახსენებს, რამხელა საფრთხეა ჩვენთვის ეს რეჟიმი, იმიტომ, რომ ის გვაქცევს საერთაშორისო იზოლაციაში, თუ არ შევცვლით ამ რეჟიმს, ეს იზოლაცია მხოლოდ გაღრმავდება და დაგვტოვებს მარტო, რუსული საფრთხის წინაშე, ისე როგორც ეს ჩვენ მოგვივიდა 90-იანებში, ეს არ უნდა დავუშვათ, ამიტომ, ეს რეჟიმი უნდა შეიცვალოს დემოკრატიული გზით, პროდასავლური, დემოკრატიული მთავრობით", - აცხადებს გიგა ბოკერია.

ცნობისთვის, აშშ ოთხ ქართველ მოსამართლეს - მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციებს უწესებს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადების თანახმად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას ახდენს, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო.

როგორც განცხადებაში ბლინკენი განმარტავს, აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა