ბადრი ჯაფარიძე: „ქართული ოცნების“ ლიდერმა პარტიების აკრძალვის შესახებ განაჩენი წინასწარ გამოიტანა – ეს საკონსტიტუციო სასამართლოს უდიდესი შეურაცხყოფაა
მიხაილო ფედოროვი შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობაში ბრუნდება
სახალხო დამცველი: დავით ფეიქრიშვილმა სავარაუდო დანაშაულში პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების შესაძლო მონაწილეობაზეც მიუთითა – გამოძიება პროკურატურამ უნდა აწარმოოს
Zelensky names hardest day for him during war
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესზე: ყველამ იცის, რომ ბიძინა უყურებს – ზოგი თავის მოწონებას ცდილობს, ზოგი კი ჩუმად ყოფნას და ბოლოს გადაწყვეტილებაზე ხელის მოწერას
უკრაინელმა სამხედროებმა მიწისქვეშა კომუნიკაციებით 15 კილომეტრზე მეტი გაიარეს და კუპიანსკის მიმართულებით რუსეთის ჯარების ზურგში შეაღწიეს – 30-ზე მეტი რუსი სამხედრო ტყვედ აიყვანეს
Ukrainian forces advance 15 km behind Russian lines through underground routes on Kupiansk front
Russian forces preparing to resume mechanized attacks in southern Ukraine after months-long pause – military

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები მოლაპარაკებების 57-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ

ნახვები: 451 ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები მოლაპარაკებების 57-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები მოლაპარაკებების 57-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ.

ეუთო-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს 2022 წლის ოქტომბერში გამართული წინა შეხვედრის შემდგომ განვითარებული უსაფრთხოებასთან დაკავშირებული და ჰუმანიტარული მოვლენები.

„უკიდურესად რთული გეოპოლიტიკური სიტუაციის ფონზე, მონაწილეებმა დაადასტურეს თავიანთი ერთგულება პროცესისადმი და დაინტერესება, უზრუნველყონ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების გაგრძელება, როგორც ერთადერთი პლატფორმის, სადაც განიხილება კონფლიქტის შედეგები. თანათავმჯდომარეებმა და მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს საკვანძო როლს, რომელსაც ასრულებს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები, როგორც პლატფორმა პროგნოზირებადობისთვის და დიალოგისთვის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ხელშეწყობისთვის, ასევე კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის კეთილდღეობისთვის.

ძალის გამოუყენებლობისა და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შესახებ აზრთა ინტენსიური გაცვლის შემდეგ, მონაწილეებმა ვერ მიაღწიეს ურთიერთგაგებას დღის წესრიგის მთავარ საკითხზე. სამწუხაროდ, დევნილებისა და ლტოლვილების საკითხის მოცვა ვერ მოხდა სრულად ზოგიერთი მონაწილის პროტესტის გამო.

თანათავმჯდომარეებმა აცნობეს მონაწილეებს, რომ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების გამართვას 2023 წლის ივლისის შუა რიცხვებში გეგმავენ და ელოდებიან ყველა მონაწილის მიერ დადასტურებას“, – აღნიშნულია ეუთო-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა