მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ძმები ფეიქრიშვილების წერილები არ მოეწონა და მათზე ძალადობა შეუკვეთა – ეს მხოლოდ დასაწყისია
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება

იაგო ხვიჩია - ვფიქრობ, მიხეილ სააკაშვილის დაჯილდოების ცერემონიალები მისი გათავისუფლების მიზანს ემსახურება

ნახვები: 550 იაგო ხვიჩია - ვფიქრობ, მიხეილ სააკაშვილის დაჯილდოების ცერემონიალები მისი გათავისუფლების მიზანს ემსახურება

„გირჩის“ წევრის, იაგო ხვიჩიას შეფასებით, მიხეილ სააკაშვილისთვის ჯილდოს გადაცემა მისი გათავისუფლების მიზანს ემსახურება.

„წარმოდგენა არ მაქვს, სააკაშვილი რითი ჯილდოვდება. მგონია, რომ მისი დაჯილდოების ცერემონიალები მისი გათავისუფლების მიზანს ემსახურება, ეს რამდენად წარმატებულია, სხვა საკითხია. ალბათ ყველა ადამიანი თავისუფლებისთვის იბრძვის და როგორც ჩანს, დამჯილდოვებლებიც თავისუფალი ხალხია. მიხეილ სააკაშვილს როგორც თავისუფლებისთვის შეიძლება ჰქონდეს ნაბრძოლი, არანაკლებად აქვს ნაბრძოლი ადამიანების თავისუფლების შეზღუდვისთვისაც, მე მას ამ ჯილდოს არ გადავცემდი, მაგრამ სხვის თავში არ ვზივარ. მაინც მგონია, რომ ეს ყველაფერი სააკაშვილის ციხიდან გამოყვანის კამპანიაა“, – განუცხადა იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხს.

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ლეხ კაჩინსკის სახელობის „პრომეთეს ჯილდო“ გადასცეს. როგორც დაჯილდოების ორგანიზატორები აცხადებენ, სააკაშვილს თავისუფლებისთვის ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის გადაეცა ჯილდო. მიხეილ სააკაშვილის ჯილდო პოლონეთში გიული ალასანიას გადაეცა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა