საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა

საქართველოში კორონავირუსის 946 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 351 პაციენტი

ნახვები: 317 საქართველოში კორონავირუსის 946 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 351 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 946 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4351 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 48 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 17 192 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 9 442, „პისიარ" ტესტით - 7 750.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური - 5,5%, ბოლო 14 დღის - 7,81%, ბოლო შვიდი დღის - 7,36%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 581 815 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 545 961 გამოჯანმრთელდა, 8 233 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 1 507 986 აცრა, დღიურად აცრილია 14 703. კარანტინის რეჟიმშია 85, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 186 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 1 611 პირი.

გუშინ, 12 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 1 838 შემთხვევა გამოვლინდა, 5 189 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 39 კი გარდაიცვალა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა