მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ძმები ფეიქრიშვილების წერილები არ მოეწონა და მათზე ძალადობა შეუკვეთა – ეს მხოლოდ დასაწყისია
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება

მიხეილ სარჯველაძე - არ ვაპირებ, მხარი დავუჭირო საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას, რომელიც ძალიან სახიფათოა

ნახვები: 592 მიხეილ სარჯველაძე - არ ვაპირებ, მხარი დავუჭირო საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივას, რომელიც ძალიან სახიფათოა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სასამართლოსთან დაკავშირებით პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა ცუდი პრეცედენტი იქნება.

მისივე თქმით, ამ ინიციატივას მხარს არ დაუჭერს.

„ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა არ შედგეს საგამოძიებო კომისია. ძალიან მავნებლური ინიციატივაა, რამაც, შესაძლოა, გააჩინოს სახიფათო პრეცედენტი და პოლიტიკური ხელისუფლების წინაშე ცალკეული მოსამართლეების ანგარიშვალდებულება, რომლებიც მხოლოდ კანონის წინაშე და კონსტიტუციის წინაშე არიან ვალდებული. სწორედ ამ მოტივებიდან გამომდინარე, ეს ძალიან სახიფათო ინიციატივა გახლავთ. პირადად მე ყველა ღონეს ვიხმარ, რომ ეს არ განხორციელდეს. შეუძლებელია, ამ ინიციატივამ  მანკიერების მეტი რამე მოიტანოს. არცერთ შემთხვევაში არ ვაპირებ, რაღაც ფორმით მხარი დავუჭირო ან თუნდაც, უბრალოდ, მივეშველო ამ ინიციატივის განხორციელებას. ჩემი აზრით, ამ პრეცედენტის შექმნა ძალიან მანკიერი პრაქტიკის დასაწყისი იქნება“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა