თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ნიკა მელია - პარტიის ახალი მენეჯმენტი, მისი ჩრდილოვანი მმართველობა ერთობაზე საუბრისას, თავად ამყარებენ რეჟიმს, იწყებენ რეპრესიას, დევნიან განსხვავებულ აზრს

ნახვები: 485 ნიკა მელია - პარტიის ახალი მენეჯმენტი, მისი ჩრდილოვანი მმართველობა ერთობაზე საუბრისას, თავად ამყარებენ რეჟიმს, იწყებენ რეპრესიას, დევნიან განსხვავებულ აზრს

მაშინ, როდესაც პარტიის ახალი მენეჯმენტი და მისი ჩრდილოვანი მმართველობა საუბრობს ერთობაზე და ამტკიცებს, რომ პარტიის კარი ღიაა ყველასათვის, ვისაც უნდა ბრძოლა „ქართული ოცნების“ რეჟიმის წინააღმდეგ, თავად ამყარებს რეჟიმს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

მისივე თქმით, პარტიის ახალი მენეჯმენტი დევნის შიდა არჩევნების დროს გამოხატულ განსხვავებულ აზრს.

„იწყებს რეპრესიას, დევნის შიდა არჩევნების დროს გამოხატულ განსხვავებულ აზრს, ღიად მიუთითებს, რომ მათთვის არ არიან მისაღები ადამიანები, რომელთაც აქვთ პოზიცია, აჩვენებს ყველას, რომ მათთვის მისაღებია მხოლოდ მორჩილება. ამ ყველაფრით კი ბათუმში ფაქტობრივად ხალხს აგდებენ პარტიიდან, ხალხს, რომელიც 10 წელი ოპოზიციიდან დაუღალავად იბრძოდა და გაიმარჯვა ბათუმში. ეს ხალხი იბრძოდა ღირსებით და იბრძოდა სიმართლისათვის, ოლიგაქიული რეჟიმის წინააღმდეგ. ეს ნაბიჯები, რომლებიც მიმართულია პარტიის გამიზნულად გახლეჩისა და დასუსტებისაკენ, ოპოზიციური ბრძოლის დაქსაქსვისა და დაზარალებისაკენ, ვერ დარჩება უპასუხოდ. საქართველოს აქვს ევროპული მომავალი, ამისათვის კი ყველამ უნდა გავაკეთოთ ჩვენი ღირებულებითი არჩევანი, ვიაროთ ღირსებისა და სიმართლის გზით. მხოლოდ ეს გზა დაამარცხებს ოლიგარქიას და ავტოკრატიას, მხოლოდ ამ გზას შეიძლება, მივყავდეთ მომავლისკენ“, – წერს ნიკა მელია.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა