მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ძმები ფეიქრიშვილების წერილები არ მოეწონა და მათზე ძალადობა შეუკვეთა – ეს მხოლოდ დასაწყისია
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ უკრაინელი ბავშვების რუსეთში დეპორტაცია გენოციდად აღიარა

ნახვები: 571 ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ უკრაინელი ბავშვების რუსეთში დეპორტაცია გენოციდად აღიარა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ უკრაინელი ბავშვების რუსეთში დეპორტაცია გენოციდად აღიარა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ასამბლეამ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოუწოდა, განიხილოს ამ დანაშაულისთვის სისხლის სამართლებრივი დევნის შესაძლებლობა.

„ასამბლეა ასევე მხარს უჭერს გენოციდის დანაშაულის მტკიცებულებების აღრიცხვის, შეგროვებისა და შეფასების აუცილებლობას, როგორც ეს რომის სტატუტითა და გენოციდის კონვენციით არის გათვალისწინებული“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

გადაწყვეტილებაში ასევე საუბარია დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან უკრაინელი ბავშვების რუსეთის ფედერაციაში უკანონო გადაყვანაზე, რომელიც რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრამდე დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ მანამდე საფრანგეთის სენატმა ევროკავშირის ინსტიტუტებსა და ქვეყნებს მოუწოდა, შეაგროვონ მტკიცებულებები უკრაინელი ბავშვების რუსეთში იძულებით გადაყვანის შესახებ და სანქციები დაუწესონ ამ დანაშაულებში მონაწილე რუს მაღალჩინოსნებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა