Russia's combat losses in Ukraine rise to 440,790
ვოლოდიმირ ზელენსკი - ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ჩვენს მეომრებს მეტი იარაღი მივცეთ
Ukraine war update: 59 combat clashes on front lines
IAEA experts record sounds of outgoing artillery fire at ZNPP
Frozen Russian assets worth $300B: Ukraine’s reconstruction costs much higher
Moscow no longer hiding military cooperation with N. Korea at USNC - Kuleba
Kremlin tying West to terrorist attacks to generate domestic support for war in Ukraine – ISW
British company developing EW-resistant drones for Ukrainian Armed Forces

ქოცობა - ბრძოლა მომავალთან ანუ „ოცნება“ თაობათა ომს იწყებს

05.03.2023 | 09:55 ნახვები: 8285

„უცნობის“ და მისი საძმოს სახელით ჩატარებულმა ქოც-აქციამ აშკარად დაგვანახა საქართველოში პოლიტიკური და საზოგადოებრივი დაპირისპირების კიდევ ერთი მხარე, რომელიც თითქოს ახალი არ უნდა იყოს, მაგრამ ადრე ასე ნათლად არ ჩანდა.

კონფლიქტი, რომელიც ჯერ-ჯერობით ატარებს „ცივი სამოქალაქო ომის“ ხასიათს არ გადის მხოლოდ მედასავლეთეებს და რუსეთუმეებს, არც მხოლოდ „მიშისტებს“ და „ანტიმიშისტებს“ შორის. დღეს ზღვარი გადის თაობებს შორის.

2022-23 წლებში „ქართული ოცნება“ დადგა სრულიად ახალი რეალობის წინაშე. 2012 წლიდან ის ცდილობდა ევროინტეგრაციის პროცესის გაგრძელებას ისე, რომ ამას რუსეთთან კონფლიქტი არ გამოეწვია. პუტინის „არგაბრაზების“ პოლიტიკა დამახასიათებელი იყო „ოცნებისთვის“ ჯერ კიდეც 2012 წლიდან, თუმცა, ხელისუფლება მაქსიმალურად იკავებდა თავს ანტიდასავლური რიტორიკისგანაც.

ერთი სიტყვით, იჯდა ორ სკამზე და ეს ყველას აკმაყოფილებდა - დასავლეთს უხაროდა, რომ საქართველოს გადარჩენაზე ფიქრი არ უწევდა, მოსკოვი დაკმაყოფილდა უკვე იმიტომ, რომ ხელისუფლებაში სააკაშვილი არაა და არის ვიღაცა, ვინც მასთან შედარებით ბევრად უფრო ლოიალური და მისაღებია.

მოკლედ, ასე კიდევ დიდხანს გაგრძელდებოდა, რომ არა ომი უკრაინაში, რომელმაც 2 სკამზე ჯდომის სივრცე მნიშვნელოვნად შეამცირა. ახალ რეალობაში, სადაც რუსეთ--დასავლეთს შორის კუდის ქნევა შეუძლებელია, ქოცობა დაიბნა - იქ, სადაც უნდა განაცხადო მკვეთრად, ვინაა შენი მტერი და ვინაა მოყვარე -  ბიძინა ივანიშვილი თავს ძალიან არაკომფორტულად გრძნობს.

ანტიდასავლური მიმართულება ქოც-პოლიტიკამ მიიღო 3 ფაქტორის დამთხვევის გამო.

პირველი - ევროკავშირის მხრიდან კანდიდატის სტატუსის მიღებაზე უარის თქმა, რომელმაც გაანაწყენა ოცნება.

მეორე - სააკაშვილის ფაქტორი - დასავლეთმა მოითხოვა მიშას გადაყვანა უცხოეთში, რამაც საშინელი გაღიზიანება გამოიწვია საქოცეთში - ეს მოსალოდნელიც იყოს, რადგანაც მათთვის მიშას ნებაყოფლობით გარეთ გაშვება არის წარმოუდგენელი მკრეხელობა, დაახლოებით იგივე, რომ დაუშვათ, ებრაელებს მოსთხოვო ჰიტლერის რეაბილიტაცია.

ეს მათთვის ზესაკითხია, რომლის გამოც ისინი მზად იქნებიან გამოუცხადონ ომი მთელს სამყაროს, არათუ ევროპას და ამერიკას.

მესამე - ივანიშვილის ფინანსური პრობლემები - დავა შვეიცარიულ ბანკთან და მისი კაპიტალის ნაწილის ბლოკირება. როგორც ჭეშმარიტი ავადმყოფი და პარანოიკი, ის ამაში ხედავს არა თავისთავად ფინანსურ პრობლემას, არამედ დასავლეთის მხრიდან მასზე ზეწოლას.

ამ 3 ფაქტორის ერთობლიობამ ბორენკას ისედაც არც თუ ჯანმრთელი ფსიქიკა კიდევ უფრო შეარყია და მან საბოლოოდ „გაუბერა“. აბსურდული ქმედებების თუ განცხადებების კუთხით, ბოლო 6 თვემ მთლიანად დაჯაბნა განვლილი ათი წელი.

ქვეყანაში აშკარად დადგა ფსიქიატრიული საავადმყოფოს სუნი - კალაძე, რომელიც დასავლეთს ემუქრება, „ ხალხის ძალა“ და „პოსტვ“, რომლებიც ბოლო სიტყვებით აგინებენ ამერიკის ელჩს...

საბოლოო ჯამში, ჩამოყალიბდა მიდგომა - ევროინტეგრაცია ნიშნავს რეფორმებს, რეფორმებს კი მოჰყვება ხელისუფლების შეცვლა, რაც ქოცებისთვის დაუშვებელია. ამიტომაც ევროინტეგრაცია ან უნდა შეაჩერონ, ამ ევროპას უნგრული მოდელი შესთავაზონ.

დღეს ქოცებისთვის მაგალითი და ათვლის წერტილია არა რუსეთი, როგორც ბევრს წარმოუდგენია, არამედ უნგრეთი - თან ევროპაა, თან ევროკავშირია და თან - ავტორიტარული ხელისუფლება ჰყავს. უკეთესს ვერც ინატრებ - გვინდა ვიყოთ როგორც უნგრელები, პრობლემა იმაშია, რომ უნგრეთი ევროკავშირის წევრია და ერთი ადგილის ქნევის ფუფუნება აქვს - ამის გამო მას არავინ არ გააგდებს ევროგაერთიანებიდან. საქართველოს ამხელა ფუფუნება არა აქვს - რისი მიზეზებიც ყველამ კარგად ვიცით.

ამიტომაც, ქოცობა მზადაა იმისთვის, რომ დეკემბერში ქვეყანა სტატუსს ვერ მიიღებ, და ამ ვითარებისთვის ის უკვე დღეს ემზადება. ქოცები მიხვდნენ, რომ „მიშა მოდის“ უკვე არ ჭრის, და ამიტომაც ახალი მიმართულების ძიება დაიწყეს.

და როგორც ჩანს - მიაგნეს - დღეს „ქართული ოცნება“ პოზიციონირებს, როგორც „კონსერვატიზმის“ და „ქართველობის დაცვაზე“ ორიენტირებული პოლიტიკური ძალა. ბორენკას კონსერვატიზმიც კიდია ცალ ფეხზე და ქართველობაც, მაგრამ სხვა რა არჩევანი აქვს?

პროდასავლური საშუალო ფენა და ახალგაზრდობა - მოწინააღმდეგე ბანაკშია და ქოცებს მათი გულების მოგების არავითარი შანსი არ აქვთ. პროდასავლური საშუალო ფენის ნაწილი - ძირითადად ადმინრესურსი - ქოცების ერთგულია და ჯიუტად არ უნდა მიხვდეს, რომ მათი სათაყვანებელი პარტია ევროპულ გზას კარგა ხანია ასცდა - თუ არ ჩავთვლით უნგრულ მოდელს, რომელსაც დასავლეთი არავითარ შემთხვევაში არ მიიღებს.

მაშ ვინ დარჩა ელექტორალურ ბაზარზე შედარებით თავისუფალი და ადვილად ასაყოლი? რუსეთუმეები, უსაქმურები, ურა-პატრიოტები, მართლმადიდებლობის დამცველები, ჰომოფობები, და ა.შ.

ბოლო თვეების მანძილზე „ოცნება“ აშკარად მუშაობს სწორედ ამ სეგმენტზე - ამ ეტაპზე ქოცები ცდილობენ თავიანთი პროდასავლური ამომრჩეველი არ დაკარგონ, ამიტომაც აგრძელებენ საუბრებს ევროინტეგრაციაზე.

ამავე დროს მათ უნდა მოახდინონ „მამა-პაპური“, საბჭოური და მოკრიმინალო ელემენტების მობილიზება, რასაც შესაბამისი რიტორიკა მოჰყვა - „დასავლეთი ქართველობას ებრძვის“, „ქვეყანა გააპიდ.....სტეს“ და ა.შ.

და აი, სწორედ აქ ვბრუნდებით დასაწყისში - 10 წლიანი საზოგადოებრივი კონფლიქტის ახალი განზომილება - კონფლიქტი თაობებს შორის. ახალგაზრდებს არ აშინებთ „ლგბტ-პროპაგანდა“, მათ ვერ დაუბრმავებ თვალებს ილია მეორესთან ჩახუტებით, მათთვის შეძახილები „ქართველობის დაცვის“ თაობაზე - მხოლოდ ფარისევლობაა, თან იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც ქვეყანას განგებ ასუსტებენ.

„ქართული ოცნება-2023“ -ის მთავარი იდეური მოკავშირე (ადმინრესურსი მხოლოდ ელექტორალური საყრდენია და არა იდეური) არის უფროსი თაობა - დაბინძურებული ტვინებით, ქურდული გაგებით, ყალბი რელიგიურობით. ფენა, რომელიც ვაჟკაცობაზე დებს თავს და ამავე დროს იტალიიდან ცოლების მიერ გამოგზავნილ ფულს ტოტალიზატორში ფქვავს.

„ქართული ოცნება“ უცხადებს ომს ახალგაზრდებს. მათ ტელევიზიებში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახედ რა ცუდი და უზნეოა „ჯენზი“ თაობა, რომ მათ „ორიენტაცია აქვთ არეული“..

ქოცობა - არა მხოლოდ დესტრუქცია და სიძულვილის თესვაა, ის გუშინდელი დღეა, რომელიც ძალაუფლებას ჩაებღაუჭა და ებრძვის იმას, ვისზეც წესით უნდა ზრუნავდეს - მომავალ თაობას.

ავტორი: თენგიზ აბლოთია

ნეიშენ ჯორჯია

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა